Digest Logo

🎥 „შენიშვნის გამო დედა აგინა ჟურნალისტს, რომლის დედის სიკვდილიდან ჯერ ორმოციც არაა გასულა!“ - თეო გილიგაშვილი

1671021409

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს - ნატალი ჯახუტაშვილს პირდაპირ ეთერში ტელეიმედის ოპერატორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნული ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში „მთავარის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი -  თეო გილიგაშვილი აქვეყნებს.

„პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს უამრავი ხარვეზი შეიძლება არსებობდეს, კადრიც აირიოს და რაღაც ვერ გათვალო, მაგრამ ასეთ რამეს მხოლოდ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანები აკეთებენ!

ჩართვის დასრულების შემდეგ კი შენიშვნის გამო დედა აგინა ჟურნალისტს, რომლის დედის სიკვდილიდან ჯერ ორმოცი დღეც არ გასულა!

ნატაშკა ჯახუტაშვილი პირდაპირ ეთერში იყო, იმედის გადამღები ჯგუფი არა! ამიტომ არც კადრი გაუფუჭებია თქვენთვის და ალბათ, ამ სინქრონიდან ნახევარზე მეტი ისედაც არ გავიდოდა თქვენს ეთერში!

ესაა იმედის მოძალადე ოპერატორი - ნიკოლოზ წეველიძეა.

რატომ აძლევთ ამ ადამიანს გადაღებაზე სიარულის უფლებას, თუ არც ზრდილობა აქვს, არც გონი მოეკითხება და ვერც თავს აკონტროლებს?“, - წერს გილიგაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პირველი და უკანასკნელი საჯარო კადრები ნორა კვიციანის სამონაზვნო ცხოვრებიდან - მან გისოსებს მიღმა 6 წელი და 4 თვე გაატარა

🔵🎥 ბაბი კირკიტაძე და ნიკო ნანიტაშვილის დაისი, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო

🎥 რუსკა ქარქაშაძეს ფათერაკებით სავსე ცხოვრება - რას ჰყვება მსახიობი?