Digest Logo

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა

1691731807

შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ომში დაღუპულ ქართველ გმირებს დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენებენ.

სოფელ შინდისთან მდებარე მემორიალთან დაღუპულ გმირებს დღეს ოჯახის წევრები, რიგითი მოქალაქეები და პოლიტიკოსები მიაგებენ პატივს. 

2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისის რკინიგზის სადგურთან საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული უთანასწორო ბრძოლაში ჩაება რუსულ მოტომსროლელ ასეულთან, რომელიც სადგურთან ახლოს იყო ჩასაფრებული.

ბრძოლამ დაახლოებით ერთ საათს გასტანა.

შინდისის ბრძოლაში 17 ჯარისკაცი დაიღუპა.

შინდისის გმირები არიან: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

ფილმი: შინდისის გმირები

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ვისაც ეს ეხება ხშირად შეხედეთ ამ სურათს. ორი შვილი გარდაცვლილი იპოვა და მესამის თოჯინა, შვილი ვერა. დადის და ეძებს, ეძებს თოჯინით ხელში“ - ემოციური ამბავი შოვიდან

🔵„გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია, მათაც ღირსეულად გავაცილებთ“ - ნანა ბაგალიშვილი

🔵„დაკაწრული ხელ-ფეხით, მაშველებთან ერთად ეძებს დისშვილიშვილს, რომელიც ცაში გაფრინდა, სხეულიანად მგონი...“ - მაიკო ჩაგელიშვილი