შოვში სტიქიის ზონაში ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 21 ცხედარი - საძიებო სამუშაოები 12 პირთან დაკავშირებით გრძელდება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება მამის ფოტო, რომლის შვილები და მეუღლე სტიქიის მსხვერპლები არიან.
„ის ბილიკებია რთული სავალი, როცა საყვარელი ადამიანები აღარ გვეგებებიან“, - წერია ფოტოს აღწერაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ამბავს ეხმაურება თამარ ილარიშვილი და ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„თუ ვინმეს შეეძლო და ვალდებული იყო სცოდნოდა, საშიშროების შესახებ და არაფერი იღონა. თუ ვერტმფრენების ნაკლებობის ან დაგვიანების გამო, ან ღამე არ ჩატარებული სამუშაოების გამო თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, თუ უადგილო ადგილას აშენებული კოტეჯების გამო ამხელა საშინელება მოხდა. ვისაც ეს ეხება ხშირად შეხედეთ ამ სურათს. ამ ადამიანის საცოდაობით დავიტანჯე. ორი შვილი გარდაცვლილი იპოვა და მესამის თოჯინა, შვილი ვერა. დადის და ეძებს. ეძებს. ეძებს თოჯინით ხელში“, - წერს თამარ ილარიშვილი.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ: