Digest Logo

🎥 „სოსო ჩემთან არის ყოველთვის, როგორც ლიკა...“- ზაზა კოლელიშვილი სოსო ჯაჭვლიანს ემოციურად იხსენებს

1707469664

მსახიობი ზაზა კოლელიშვილი, გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“, სოსო ჯაჭვლიანს იხსენებს და ფილმ „ნატვრის ხის“ გადაღებებიდან უცნობ ისტორიას გვიყვება.

„სანამ ცოცხალი ვარ, აი ის მოგონებები სულ მინდა ცოცხლად მახსენდებოდეს.

სოსო ჩემთან არის ყოველთვის, როგორც ლიკა, როგორც ბატონი თენგიზი, როგორც ბიძაჩემი და როგორც „ნატვრის ხის“ ბევრი მონაწილე“,- ამბობს ზაზა კოლელიშვილი.

სოსოს რეჟისორი თემურ ბაბლუანიც იხსენებს.

„ძალიან კარგი ადამიანი იყო და საინტერესო, ისეთი ჰაბიტუსი ჰქონდა და ისეთი შესახედავი, რაღაცნაირად ქართველი კაცის ნიმუში იყო, ცნობილი იყო, ყველამ იცოდა სოსო ჯაჭვლიანი“,- აღნიშნავს თემურ ბაბლუანი.

8 თებერვალს მსა­ხი­ო­ბი და სპორ­ტსმე­ნი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, ის მძიმე სენს ებრძოდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„შესაძლოა ნამდვილი სიყვარულის პოვნა, ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს“ - როგორი იქნება აღმოსავლური ახალი წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

🎥 აღმოსავლური ახალი წელი 10 თებერვალს დგება - როგორ შევეგებოთ დრაკონს, რომ მოვიპოვოთ მისი კეთილგანწყობა

როდემდე შენარჩუნდება საქართველოში თბილი ამინდი