თეონა ქუმსიაშვილის გახსენება - მთის სიმღერების უბადლო შემსრულებელი 40 წლის გახდებოდა.
თეონას „პოსტ ალიონის“ ეთერში ანსამბლ „სიონის ზარების“ ხელმძღვანელი ქეთევან შარმიაშვილი იხსენებს.
„თეონა ჩემ თვალწინ გაიზარდა.
ბავშვობიდან ჰქონდა გასაოცარი ხმის ტემბრი და ნიჭი. პირველი კლასიდან ჩვენს ანსამბლში „სიონის ზარებში“ იყო.
სკოლის ასაკიდან წერდა სიმღერებს, შემდგომ საკმაოდ ცნობილმა მუსიკოსებმა მოისმინეს თეონას შესრულება, მათ შორის იყო ანზორ ერქომაიშვილი და შემდგომ თბილისში მიიწვიეს.
ძალიან არ უნდოდა, წუხდა. სულ იძახდა, არ მინდა თბილისში, იქ ფრთებშეკეცილი ვარ, სოფელი მინდა, მთა და თავისუფლება, ქალაქი არ არის ჩემი.
მის სიმღერებშიც ეს იგრძნობა, შინაგანი და სულიერი თავისუფლება“,- ამბობს ქეთევან შარმიაშვილი.
2010 წლის 22 ივლისს მუცოს ხეობაში დატრიალებულმა ტრაგედიამ სრულიად საქართველო შეძრა. „ჯიპის“ მარკის ავტომობილი, სადაც 10 ადამიანი იჯდა, გზიდან გადავარდა, ავტოკატასტროფამ 7 ადამიანის, მათ შორის - 3 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაიღუპნენ პოეტ გელა დაიაურის მეუღლე, ნიჭიერი მომღერალი და პოეტი - თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი - დემეტრე და ჯარჯი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ეველინი მეკითხება, მამა ასე პოპულარული თუ იცი რატო ვარო?...“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე შვილზე
⭕„1 წლის კაცმაცი და მელოტი მამამისი“ - გიორგი ვარდოსანიძის შვილი იუბილარია
⭕🎥 რა მნიშვნელობა აქვს D ვიტამინს ორგანიზმისთვის - ნათია ვაშაყმაძის განმარტება