ბათუმელი ალექსანდრე მიქელაძე უკვე რამდენიმე თვეა დაკარგულია. მისი კვალი 2025 წლის 16 იანვარს, ღამით, ბათუმში, ხიდთან გაქრა. დედა, ნათია დიაკვნიშვილი, უკვე რამდენიმე თვეა, საკუთარი შვილის ძებნას აგრძელებს. დაუღალავი მცდელობის მიუხედავად, მის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ მიუღია. ამ რთულ პერიოდში მან შვილისთვის სიმღერა დაწერა და მიუძღვნა, როგორც სიყვარულისა და იმედის სიმბოლო.
მისი თქმით, ეს კომპოზიცია არის გზავნილი, რომ არ ნებდება და კვლავაც ეძებს უმცროს ვაჟს.
ვიდეოს, „იუთუბიზე“ ნათია დიაკვნიშვილი თავად ავრცელებს.