Digest Logo

🎥 „ტაძარში სანთელს, რომ ანთებენ ადამიანები და დამლაგებლები გადმოატრიალებენ ისე აქრობენ, არ შეიძლება....“ - ცხარე კამათი ეზოტერიკოს მარიამ ბელქანიასა და გიორგი ნაზღაიძეს შორის

1718010894

სოციალურ ქსელში  ახალი გადაცემა „სხვა რეალობა“ გამოჩნდა, რომლის წამყვანი, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ეზოტერიკოსი, გოგა მანიაა.

გადაცემა ამოუცნობი, მისტიკური, სკანდალური თემებით და ცნობილი ადამიანების დაუჯერებელი ისტორიებითაა სავსე, იმ რეალობით, რომელზედაც ხმამაღლა საუბარს ერიდებიან.

პირველი გადაცემის სტუმრები, ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე და ეზოტერიკოსი მარიამ ბელქანია იყვნენ.

სტუმრებმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრეს და მათი დიალოგი, კონფლიქტში გადაიზარდა.

„ეზოტერიკოსთან, დიაგნოსტიკაზე ჩემი ფეხი აღარ იქნება, ერთადერთი, ჩემი ფეხი იქნება ეკლესიაში.

როდესაც უფლის სახლი ვახსენე, თქვენ ისეთი ცინიზმით იცინოდით, ეშმაკი წამოვიდა თქვენგან, მეგონა ეშმაკი იცინოდა“,- მიმართა გიორგი ნაზღაიძემ მარიამ ბელქანიას.

„ადამიანებმა უნდა ისწავლონ გარჩევა, ვინ არის ეზოტერიკოსი და ვინ არა. იცით, რა ჯადოებს აკეთებენ ეკლესიაში? ღმერთი მხოლოდ საკუთარ თავშია. 

ეკლესია ის ადგილია, სადაც სამწუხაროდ ბევრი ნეგატივი ბუდობს, არიან ადამიანები, რომლებსაც სახლში გაკეთებული ჯადო მიაქვთ და იქ ტოვებენ. 

საეკლესიო მაგია, ძალიან შავი მაგიაც კი არის.

ტაძარში სანთელს, რომ ანთებენ ადამიანები და დამლაგებლები გადმოატრიალებენ ისე აქრობენ არ შეიძლება, ნეგატიურ ზემოქმედებას ნიშნავს“,- განმარტავს მარიამ ბელქანია.

გადაცემა იხილეთ სრულად 👇

⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მეტი სიფრთხილე გმართებთ ადამიანურ ურთიერთობებში, რადგან ვინმემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ“ - 10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕🎥 „პატარა გოგონას მოლოდინში“ - სქესი ცნობილია, ლიკა ევგენიძე წვეულებიდან კადრებს აქვეყნებს

⭕„გილოცავ, ჩემო სიყვარულო“ - წითელი ვარდები და მეუღლის გულთბილი მილოცვა თათია თექთურმანიძეს

⭕🎥 „იმ დეპრესიულ ადამიანებს მივეკუთვნები, ვისაც თავის დაბადების დღეზე ჰგონია, რომ არავის გაახსენდება“ - ნუკი კოშკელიშვილი იუბილარია, რას წერს ტელეწამყვანი