„ტანსაცმელი უნდა იყოს ჩემზე მორგებული და არა მე ტანსაცმელზე. თუმცა, როდესაც პირველი ლედი ვიყავი, კომპრომისებზე მიწევდა წასვლა, მაგრამ მაინც ვცდილობდი არ ვყოფილიყავი შეზღუდული“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ რუბრიკაში „სტილი“ ეკა ხოფერიასთან ერთად ისაუბრა.