ტელეკომპანია POSTV-ის დირექტორსა და ქართული ოცნების პროპაგანდისტს, შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ბოლო 1 კვირის განმავლობაში რამდენიმე ქალმა დასდო ბრალი.
აღნიშნული თემა განიხილა რამიშვილმა გადაცემაში „სამნი და CO“.
„თქვენი დედა ვატირე, იასკო 30 წლით უმცროსია მიშაზე, სექსი შესთავაზა და ბავშვი გაუჩნდა და რაა მერეე??? დაწერეთ, რატომ არ წერთ??
რამდენი ისტორია ვიცი, ნაცებზე და ისეთ ვიღაცებზე, როგორ მოიყვანა ცოლად 30 წლით პატარა, როგორ მოიყვანა ცოლად მიშას მიგდებული, გამოტენილი მაქვს თავი ამ ისტორიებით, მაგრამ ჩვენ ამაზე არ მივუთითებთ, არ ვერევი არავის პირად ცხოვრებაში.
ეს იდიოტები მიტევენ მე, ვითომ ლიბერალები. როგორ გავბედე და როგორ ვაწარმოვე რაღაც ფლირტი ვიღაცასთან?“- აცხადებს რამიშვილი.
ცნობისთვის, თათია სამხარაძემ POSTV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედში“ ყოფნის დროს 2016 წელს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლო. სამხარაძემ დავა მოიგო.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 „მომვარდა ტელევიზიის საგრიმიოროში და მაისურში ხელები ჩამიყო“ - ნინო ჭელიძე