27 ივნისს სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ თბილისში, კონტროლიორის ფოტო გაავრცელა, რომელსაც პოსტს ურთავდა და აღნიშნავდა, რომ 80 წლის უბილეთო მგზავრს, რომელსაც კათარზისში ეჩქარებოდა და ფული არ ჰქონდა, ჯარიმა დაუწერეს.
აღნიშნულ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც თავად კონტროლიორმა პოსტი-განმარტება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა მოქალაქემ, რომელსაც სასამართლოში უჩივლებს ცილისწამებისთვის.
აღნიშნული თემის აქტუალობიდან გამომდინარე ადვოკატმა ვახტანგ მაჭავარიანმა ვიდეო განმარტება გაავრცელა თემაზე - უბილეთოდ მგზავრობისას შეუძლია თუ არა კონტროლიორს მგზავრის ავტობუსიდან ჩამოყვანა?