Digest Logo

🎥 ვინ არის კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი სასტიკად მოკლა - ახალი დეტალები თბილისში მომხდარ შემზარავ ფაქტზე

1686056873

თბილისში 31 წლის კაცმა ყოფილი ცოლი სასტიკად მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით ხევში გადააგდო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე 27 წლის მარიტა მაზიაშვილი თოკით გაგუდა.

„მთავარმა არხმა“ დაადგინა კაცის ვინაობა, ვინც სასტიკი დანაშაულის ბრალდებითაა დაკავებული იგი 31 წლის ნიკოლოზ ლაჩაშვილია.

მათივე ცნობით, ეჭვმიტანილი საკუთარი ბინიდან აიყვანეს სამართალდამცველებმა.

მეზობლების ინფორმაციით, ისინი აღნიშნულ კაცის ოჯახს არ იცნობდნენ, რადგან მათი თქმით ახალი გადასულები იყვნენ.

ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგდო“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება გარდაცვლილის ცხედარს, ის სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

იმ შემთხვევაში თუ მამაკაცს ბრალი დაუმტკიცდება, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით გარდაცვლილ ქალს მცირეწლოვანი შვილები დარჩა.

ამავე თემაზე:

🔵ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა მოკლა და ხევში გადაადგო? - დანაშაულის ახალი დეტალები

🔵 „ქალებო, არ გაყვეთ თქვენზე თუნდაც ერთი მისხალით ნაკლებ კაცებს. ასეთ კაცს აუცილებლად მოუნდება, რომ უკან დაგწიოთ“ - რას წერს ირინა  ჭოჭუა