ამერიკული Voice - ის 24-ე სეზონის ქართველმა მონაწილემ - ნინი ბრეგვაძემ საოცარი შესრულებით ჟიურის ოთხივე წევრი წამებში შემოაბრუნა.
ისინი ქართველ კონკურსანტზე ფეხზე წამომდგარი უკრავდნენ ტაშს.
სიმღერის დასრულების შემდეგ ნინის გულის მოსაგებად ჟიურის წევრებმა მიმართეს მას. ახლა ჯერი ნინიზეა, არჩევანი უნდა გააკეთოს, ვის გუნდში და ვისი მენტორობით გააგრძელებს კონკურსზე გამოსვლას შემდეგ ეტაპზე..
გადაცემის ბოლო ნაწილი ორშაბათს გავა ეთერში, მანამდე ნინიმ გულშემატკივრებს მიმართა.
„მეგობრებო როგორც იქნა შეგიძლიათ ნახოთ ჩემი გამოსვლა. ვის ავირჩევ თქვენი აზრით??“,- დაწერა მან ფეისბუკზე და შეკითხვით მიმართა გულშემატკივრებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: