Digest Logo

🎥 „ვითარცა მტკვარი“ - ზვიად დოლიძე მუხრან მაჭავარიანის ლექსს კითხულობს

1774466613

მსახიობი და ხელოვანი ზვიად დოლიძე სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც მუხრან მაჭავარიანის ლექსი „ვითარცა მტკვარი“ მხატვრულად წაიკითხა:

„მზე ამოდიოდა,
მთვარე ჩადიოდა,
მამალი ჰყიოდა,
კვამლი ადიოდა,
ვიღაცა ტიროდა,
ვიღაცა ჩიოდა,
ვიღაცას შიოდა,
ვიღაცას სციოდა, _
და
დრო
გადიოდა.

ვითარცა ღვინო _
ქვევრიდან
ხაპში _
ხაპიდან
დოქში _
დოქიდან
ჯამში _
ქართული სისხლი,
ქართული სული,
ქართული სიტყვა,
ქართული გული
გადადიოდა
კაციდან კაცში.

გადადიოდა,
გადადიოდა,
გადადიოდა _

და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
და მოდიოდა,
ვითარცა მტკვარი.

გზადაგზა სვამდნენ,
ამღვრევდნენ, ღვრიდნენ,
უღმერთოდ ჰრყვნიდნენ,
უგულოდ ჰყიდდნენ.
და...
მიუხედავად ამისა,
მაინც _

გამოიარა რუსთველის გული,
გამოიარა ვახტანგის გული,
გამოიარა თამარის გული,
გამოიარა სულხანის გული...

და დღეს _
შოთაის ნაქონი სისხლით,
და დღეს _
ვახტანგის ნაქონი სისხლით,
და დღეს –
სულხანის ნაქონი სისხლით,
თბილისის ფართო ქუჩებში დადის:

ლეილა,
ლონდა,
ნათია,
ნანი,
ელისო,
ვაჟა,
გიორგი,
გივი
და...
იარონ!
იარონ!
იარონ!
ამინ!“, - ჰყვება ზვიად დოლიძე.

ვრცლად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ერთ მშვენიერ დღესაც შენზე უბრალოდ უარს იტყვიან...“ - ლევან კობიაშვილი

🎥 „თურმე შემიცდენია, დავორსულებულვარ და იძულებული გამხდარა ცოლად მოვეყვანე...“ - გია სურამელაშვილის ყოფილი მეუღლის პირველი საჯარო ინტერვიუ

🎥 წინაპრების ცოდვა შენზეც მოქმედებს? - ერეკლე შონიას განმარტება