Digest Logo

🎥 „ყოჩაღ მერაბ, რა გოგოა ნინა...“ - ვინ არის ქალი, რომელიც ქართველის დიდ გამარჯვებას მერაბთან ერთად ზეიმობდა

1726475428

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი მძიმე ორთაბრძოლაში 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC- ის ქვემსუბუქი ჩემპიონი გახდა. დვალიშვილის გამარჯვება დიდი დღესასწაული აღმოჩნდა ქვეყნისთვის. დიდი თუ პატარა დილიდან ელოდებოდა დვალიშვილის ოქტაგონზე ხილვას, მან კი გულშემატკივრების იმედი ნამდვილად გაამართლა.

მერაბის გამარჯვება, მასთან ერთად აღნიშნა ამერიკელმა ჟურნალისტმა ნინა მარი დანიელემ, რომელსაც „იუთუბიზე“ საკუთარი არხი აქვს სახელწოდებით NINA DRAMA, სადაც იგი UFC- ის სხვადასხვა მებრძოლებთან საინტერესო ინტერვიუებს წერს. ამჯერად მას იუთუბიზე 1.12მილიონი გამომწერი ჰყავს. მისი ვიდეოები კი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ნინა 35 წლისაა და სწორედ მისი სითამამის წყალობით სპორტულ სამყაროში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

ნინას და მერაბის კარიერა თითქმის ერთდროულად განვითარდა, სპორტსმენი და ჟურნალისტი ჯერ კიდევ მაშინ დამეგობრდნენ, როდესაც MMA-ს სამყაროში ფართოდ არ იყვნენ ცნობილები.

შონ ო'მალისთან ბრძოლის მერაბი ნინას გადაცემაში ორჯერ იყო მიწვეული. ხოლო მასთან გამარჯვების შემდეგ კი ნინამ მერაბს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„მერაბ შენ ჩვეულებრივი არ ხარ! შენ ჩემპიონი ხარ!“.

აღსანიშნავია, რომ ნინა და მერაბი კარგი მეგობრები არიან. თუმცა ქართველი გულშემატკივრები, კომენტარებში აღნიშნავენ, რომ ძალიან უხდებიან ერთმანეთს.