დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
ფიცი წელს თბილისსა და რეგიონებში დაიდება.
ცერემონია ყველა ქალაქში ერთდროულად 10:00 საათზე დაიწყება.
დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოწყობილი იქნება ღვინის, კულინარიული, საბავშვო, სპორტული და მუსიკალურ-თეატრალური სივრცე.
20:00 საათზე კი ღონისძიება პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება.
აღნიშნულ საკითხებზე დეტალურად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ნინუცა ბუცხრიკიძემ და მომღერალ აჩიკო ნიჟარაძემ ისაუბრეს.