Digest Logo

🎥 „ზოგი იპოთეკურ სესხს აკეთებს ბინის მოსაგებად, ზოგიც „ჯაივით“ იგებს...“ - „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულები „ღამის შოუში“

1773392078

მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის გამარჯვებული მომღერალი და ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ მოცეკვავე ლუკა ჭანიშვილი გახდა. მას საზოგადოება დიდი ხანია განსაკუთრებული გარეგნობის, ხმის ტემბრისა და მონაცემების გამო იცნობს.

ლუკა ჭანიშვილი და მისი მეწყვილე ელენე დავითაია სტუმრად ტელეკომპანია „პოსტივიში“ ზურა მანჯავიძის „ღამის შოუში“ იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც პროექტში ფინალამდე განვლილ გზაზე ისაუბრეს.

ცნობისთვის, გამარჯვებულ ლუკა ჭანიშვილს ბათუმში ბინა, სპეციალური თასი და სხვა პრიზები გადაეცა. გამარჯვებულს თასი ნანუკა სტამბოლიშვილმა გადასცა. 

მეორე ადგილზე გავიდნენ: ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო. ირაკლის სპონსორისგან 10 ათასი ლარი გადაეცა. ასევე, „ფრანკო ფონტანას“ საჩუქარი.

მე-3 ადგილზე გასულ წყვილს: ეკატერინე გურგენიძეს და გიორგი რევიშვილს გადაეცათ საგზური დოჰაში, ასევე „რადიო იმედის“ ფულადი ჯილდო 1000 ლარი. ამასთან, ფინალისტს, ეკატერინეს სილამაზის ცენტრმა „ნატალიმ“ 2 ათასი ლარი გადასცა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სასწაულზე მეტიც იყო ამის ნახვა... გვეჩვენებოდა, ალბათ, რომ ტიროდნენ კიდეც“ - ზურა შევარდნაძე „უიღბლა“ – მერცხლის გასაოცარ ამბავზე

⭕რა არის სასარგებლო და რისი კეთებისგან შევიკავოთ თავი 13 მარტს - თაკო მელიქიშვილი დღის ენერგიებზე

⭕20 მარტს გაზაფხულის ბუნიობაა - რა უნდა გააკეთოთ ამ დღეს, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ და რასთან უნდა იყოთ ფრთხილად