„დაიჯესტის“ ბლიც-ინტერვიუს მორიგი სტუმარი ფეხბურთელი - აჩი არველაძეა.
ბავშვობის ოცნება... რომ მეთამაშა ფეხბურთი
რას თვლით თქვენი ცხოვრების მთავარ მიღწევად... კარგი მამა, კარგი მეუღლე, კარგი მეგობარი, კარგი ძმა ვარ...
რაზე ფიქრობთ, როცა მარტო ხართ?... გააჩნია რა მდგომარეობაა, სად ვარ ღამეა, დღეა... ბევრ რამეზე ვფიქრობ...
1 სურვილი რომ გქონდეთ, რას ისურვებდით?... ჯანმრთელობას და ბედნიერებას
ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... არაფერი
რა არის ის, რასაც სულმოუთქმელად ელით? პანდემიის დასრულებას.
რას იზამდი, ღმერთი რომ იყო? რასაც ღმერთი აკეთებს.
ფეხბურთის ღმერთი... მარადონა.
თამაშისას ტრიბუნიდან ყველაზე ცუდი რა გაგიგია? გინება.
ღმერთს რომ შევხვდები, მინდა, ვუთხრა... მაპატიოს ყველაფერი.
გჯერა სიკვდილის შემდეგ ცხოვრების? ღმერთს თუ უნდა შევხვდე, მაგისიც მჯერა.
რა არის ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს? სიკეთე.
რისთვის ღირს ცხოვრება? შვილებისთვის, მშობლებისთვის, უნდა აკეთო კეთილი საქმე.
ბოლო წიგნი, რომელიც წაიკითხეთ არის... მერაბ რამიშვილის ერთ-ერთი წიგნი.
წინა სტუმარმა, ანრი ჯოხაძემ დაგიტოვათ კითხვა: ფულის სანაცვლოდ, გააგრძელებდით თუ არა მოღვაწეობას სხვა ქვეყანაში... ვცხოვრობდი და ვმუშაობდი სხვა ქვეყანაში მაგრამ... ქართველები იმით განვსხვავდებით სხვა ჯიშისგან, რომ საბოლოოდ, მაინც ყველა უკან ვბრუნდებით.
რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს?... გვეშველება რამე?
აგრეთვე წაიკითხეთ: