„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია მოცეკვავე, ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი - ბაჩანა ჭანტურია.
ბაჩანა ჭანტურია ანუ... აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
ბავშვობის ოცნება... ბევრი ოცნება მქონდა. ჩემი ოცნებები ისევ აფხაზეთს უკავშირდება...
რა გაღიზიანებთ... უდისციპლინობა, უპასუხისმგებლობა.
ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ... სიყვარული...
ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... „რა გენაღვლება, მოცეკვავე ხარ, მსოფლიო გაქვს მოვლილი ცეკვა-თამაშით“.
სიყვარული არის... მიმტევებლობა.
თავისუფლება არის... ცეკვა.
ხელოვნება არის... ლოცვა და აღსარება.
რომ არა მოცეკვავე ვინ იქნებოდით? მოცეკვავე.
რას გრძნობ სცენაზე გასვლის წინ და სცენაზე ყოფნისას? ვგრძნობ ზუსტად იმას, რასაც ნიშნავს თავისუფლება, ვგრძნობ ჩემ ისტორია, საქართველოს ისტორიას და რაც ყველაზე მთავარია ბედნიერებას.
რა გრძნობაა როდესაც ე.წ. პაკლონზე გადიხართ? ეს არის ზეციური სამეფო.
რამე რიტუალი თუ გაქვთ სცენაზე გასვლის წინ? პირჯვარს ვიწერ და ირგვლივ მყოფებს წარმატებებს ვუსურვებ.
რა აზრი აქვს ცხოვრებას? წინაპრებიდან, ისტორიიდან გამომდინარე ვსაუბრობ... აზრი მხოლოდ ერთი აქვს, რომ ჩვენ გვაქვს მისია, რასაც საქართველო ჰქვია, განვითარება, წინსვლა და ხალხის სიყვარული.
რა არის ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა აკეთოს? თავისი საქმის სიყვარული.
ამბავი, რომელმაც შეგცვალათ? ვფიქრობ, არ შევცვლილვარ. საქმიანობიდან გამომდინარე თუ ვიტყვით, სამხატვრო ხელმძღვანელობამ მეტი პასუხისმგებლობა გამიჩინა.
რამ შეიძლება ადამიანში ყველაზე მეტად მოგხიბლოს... ადამიანობამ.
ყავა თუ ჩაი... ყავა... რიტუალი, ტრადიცია, რის გამოც პატივს ვცემ, არის ყავის სმის იტალიური კულტურა. ვფიქრობ, მან შემაყვარა ყავა. ალბათ, ტონუსში მყოფი ადამიანისთვის ყავა პრიორიტეტულია...
წინა სტუმარმა, მადონა კოიძემ დაგიტოვათ კითხვა: უნდა იყოს თუ არა კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ? კი, აუცილებლად უნდა იყოს.
თქვენ რას ჰკითხავდით შემდეგ სტუმარს? უნდა ჰქონდეთ თუ არა მოცეკვავეებს, სტაჟიდან გამომდინარე, პენსია?
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵მომავალ თაობას არაფერსაც არ ვურჩევდი... - ბლიც-ინტერვიუ ჟანრი ლოლაშვილთან