„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია მომღერალი მერაბ სეფაშვილი.
მერაბ სეფაშვილი ანუ... მუსიკოსი, მომღერალი.
ბავშვობის ოცნება... პატარაობაში ბავშვებს ბევრი ოცნებები აქვთ, მეც ძალიან ბევრი მქონდა.
მაღიზიანებს... ორპირი ადამიანი.
ჩემი ყველაზე დიდი იმედი არის... ღმერთი.
პანდემიამ ჩემს ცხოვრებაში... ის შეცვალა, რომ არაფერი არ შეცვალა.
ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან... არაფერი მაღიზიანებს, რადგან ყველას შეკითხვა არის ინდივიდუალური და ვცდილობ წყნარად ვუპასუხო ყველას.
ღმერთს, რომ შევხვდები ვკითხავდი... რატომ იყო ასეთი ბევრი უსამართლობა ქვეყანაში? რატომ დაუშვა მან ეს?
ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... ბევრი ჭორი გამიგია ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ის იყო, რომ ცოლს გავშორდი და სხვა ქალი მოვიყვანე, ძირითადი ჭორები ჩემს შესახებ ქალებს უკავშირდება.
რას უსურვებდით ჩვენს ქვეყანას.... ახლაც, გუშინაც, ხვალაც ყოველთვის ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ყველაზე მაგარი ქვეყანა და სწორედ ამიტომ ვცხოვრობ აქ ამდენი წელი. ამ ეტაპზე კი, ვუსურვებ ცვლილებას, რადგან ძალიან ცუდ დღეშია ჩვენი ქვეყანა. აუცილებელია ცვლილება, რათა დავადგეთ უკეთეს გზას.
ყავა თუ ჩაი?... ვისკი...:)) თუმცა ჩემი დილა უმეტესად ყავით იწყება.
წინა რესპონდენტმა, ბაჩანა ჭანტურიამ დატოვა ასეთი შეკითხვა: უნდა ჰქონდეთ თუ არა ხელოვან ადამიანებს, სტაჟიდან გამომდინარე, პენსია?... რა თქმა უნდა, მე მახსოვს, რომ ადრე ჰქონდათ პენსია 18-20 წლის სტაჟის მქონე პირებს და ეს იყო ძალიან კარგი, რომელიც იყო კომუნისტების დროს.
თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს? ... უნდა მონაწილეობდეს თუ არა ხელოვანი ადამიანი პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად?
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები