„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია ცნობილი ქართველი მსახიობი თათული ედიშერაშვილი.
➡️რით ხართ ცნობილი...
ჩემი პროფესიით.
➡️ბავშვობის ოცნება...
ვყოფილიყავი მსახიობი და ამისრულდა.
➡️ჩემი ყველაზე დიდი იმედი ცხოვრებაში არის...
ჩემი შვილები და ოჯახი.
➡️პანდემიამ ჩემს ცხოვრებაში...
ბევრი რამ შეცვალა. გავხდი უფრო მშიშარა, ბევრ დეტალს დავუკვირდი და უფრო ფრთხილი გავხდი. გადაფასდა რაღაცები და სისულელეებზე აღარ ვნერვიულობ.
➡️ყველაზე აბეზარი შეკითხვა ადამიანებისგან...
ცხოვრებაშიც ეგეთი ხარ?
➡️ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია...
სიმართლე გითხრათ, არ გამიგია ჩემზე ჭორი.
➡️ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს...
ტელეფონი და საფულე.
➡️როგორი კაცები მოგწონთ?...
ისეთი, როგორიც გვერდით მყავს (ჩემი მეუღლე).
➡️ხასიათი მაქვს...
მომთმენი, ფეთქებადიც. მიყვარს ადამიანები და არც ისე მარტივი ხასიათი მაქვს. მიყვარს სიცილი.
➡️შემთხვევა, რომელმაც შემცვალა...
ჩემი შვილები. 30 წლის ასაკში გავხდი პირველად დედა და აბსოლუტურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. შემეცვალა შეხედულებები და იმედი მაქვს, მეც შემცვალა. ჩემი ცხოვრება შეცვალა სატელევიზიო პერსონაჟმა, რომელიც ყველამ იცის, სატელევიზიო პროექტმა (შუა ქალაქში) და არ შემიძლია არ ვთქვა, 2 წელიწადია სახლში მყავს ჩვენი ოჯახის მეგობარი პუდელი, რომელმაც სულ სხვა სიყვარული მასწავლა.
➡️რომ არა ის, ვინც ვარ, დღეს ვიქნებოდი...
არ დამიშვია ეს შემთხვევა არასოდეს და არც მიფიქრია.
➡️ჩემი უახლოესი გეგმა და მიზანი...
გამომდინარე იქიდან, რომ რთულ პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობაში ვართ, ასე მარტივად ვერ ვგეგმავ ცხოვრებას. თუმცა, მაქვს გარკვეული გეგმები, რომელსაც ჩემთვის დავიტოვებ.
➡️წინა რესპონდენტმა მაკა რაზმაძემ დაგიტოვათ კითხვა: ამ ინტერვიუში ყველაზე მეტად რომელი კითხვა მოგეწონა?...
შემთხვევა, რომელმაც შემცვალა...
➡️თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს? ...
რამდენად გიშლის ხელს გულწრფელი პასუხები?
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵სკანდალური ჭორები, ბავშვობის ოცნებები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ლექს-სენთან