„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია მუსიკოსი და მომღერალი რუსუდან მუმლაძე.
რით ხართ ცნობილი? - ალბათ, მუსიკისადმი პროფესიონალური დამოკიდებულებით და ემოციური შესრულებით.
თქვენი ბავშვობის ოცნება? - ტელევიზიის წამყვანობა. ზოგადად, არ ვარ მეოცნებე. უფრო პრაგმატულ და მიზანდასახულ ადამიანებს მივეკუთვნები.
ყველაზე ხშირად რომელ ფრაზას იყენებთ? - რა მაქვს დასამალი?!
თქვენი ყველაზე დიდი იმედი? - ყველაზე დიდი იმედი ღმერთია. შემდეგ საკუთარ თავს ვეყრდნობი.
შემთხვევა, რომელმაც შეგცვალა? - ცხოვრებისეულმა სირთულეებმა და გამოწვევებმა, მხოლოდ პოზიტიური კუთხით შემცვალა.
ყველაზე მომაბეზრებელი კითხვა, რომელიც დაუსვამთ? - ლინზები გაქვთ? ნამდვილად არ მაქვს, თორემ არაფრით არ დავმალავდი. ყველაფერი ქარხნულია.
თავისუფლება არის... – გააჩნია ვისთვის რა.. ჩემთვის, მისი აღმატებულება - მუსიკა!
სიყვარული არის... - მამოძრავებელი ძალა!
მეგობრობა არის... - ერთგულება.
ადამიანის რომელი თვისება აღგაფრთოვანებთ? - სამართლიანობა, რადგან სამართლიანი ადამიანი ვერ იქნება ბოროტი.
რა გაღიზიანებთ? - სნობიზმი და შინაგანი არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი ადამიანი, რომელსაც შურს. ასეთებს ახლოსაც არ ვიკარებ.
რას შეუძლია აგატიროთ? - რა გითხრათ… სიხარულმა მონატრებამ, ტკენამ, კარგმა მუსიკამ, ნიჭიერებამ. გააჩნია იმ მომენტისთვის ჩემს ემოციურ მდგომარეობას.
როგორ ფიქრობთ, რამდენი სიცოცხლე აქვს ადამიანს? - ერთი და მარადიული, რომელიც ღმერთმა გვაჩუქა და იმ ქვეყნად გრძელდება, ოღონდ სხვა განზომილებით.
ღმერთს თუ შეხვდებოდით რას ჰკითხავდით? - მხოლოდ მადლობას გადავუხდი ყველაფრისთვის.
ყავა თუ ჩაი? - ყავა.
იუმორი რას ნიშნავს თქვენთვის - მავსებს ძალიან, მიხარია, რომ არ მაკლია.მათ შორის, არც თვით იუმორი.
რა გენატრებათ ყველაზე მეტად? - განვლილი წლები.
თქვენი საყვარელი ფერი? – შაბიამნისფერი.
რა ფერია მუსიკა? - მუსიკა ცისარტყელაა. ყველა-ფერია!
სკანდალური ჭორი, რომელიც თქვენს შესახებ გაგიგიათ? -ის რომ უნიჭო ვარ.
რას უპასუხებდით ამ ჭორს? - ვინც თქვა, ჯობდა თავად მოეხდინა საკუთარი ნიჭის დემონსტრირება, როიალთან!
ერთი სურვილი რომ გქონდეთ რას ისურვებდით? - ყველა ვინც მიყვარს, იყოს ჯანმრთელი და დიდხანს ჩემს გვერდით.
წინა რესპონდენტმა - მომღერალმა ზუკა ხუციშვილმა დაგიტოვათ კითხვა: ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? - სიკეთე, სამართლიანობა და გულწრფელობა!
თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს? - რა არის ცხოვრებაში თქვენი მთავარი სათქმელი?
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მოვეხვევი მუხლებზე და ვეტყვი...“ - ბლიცინტერვიუ ენძელა მაჭავარიანთან