Digest Logo

„მამაჩემის გარდაცვალებამ ძალიან შემცვალა“ - როდის ტირის, რისი ეშინია და რას ეტყოდა 15 წლის ზუკას - ბლიციინტერვიუ ზუკა ხუციშვილთან

1639155040
ზუკა ხუციშვილი

„დაიჯესტის“ ბლიცინტერვიუს მორიგი სტუმარია მომღერალი ზუკა ხუციშვილი.

რით ხართ ცნობილი... სიმღერით.

რა რჩევას მისცემდით 15 წლის ზუკა ხუციშვილს... არ ინანოს შეცდომები, და საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი... პანდემიის არსებობას, აი ისეთ ცხოვრებას, როგორიც კოვიდის პერიოდში მოგვიწია.

მისაბაძი ადამიანი... ბევრი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, ცნობილიც და არა ცნობილიც, რომელთაც ვერ გამოვარჩევ.

მეშინია... სიმაღლის.

შემთხვევა, რომელმაც შემცვალა... მამაჩემის წასვლამ... ჩემმა ქორწილმა.

ვტირი... ფილმებზე და მარტივ რაღაცებზე.

რომ არა ის, ვინც ვარ, დღეს ვიქნებოდი... ადამიანებთან მარტივი ურთიერთობა მენატრება, მათთან თავშეყრები.

ყველაზე სკანდალური ჭორი, რაც ჩემ შესახებ გამიგია... არ მახსენდება, თუმცა მგონია, რომ ჩემზე უფრო კარგი ჭორები ვრცელდება, ვიდრე ცუდი, მაგრამ თუ რამე ვრცელდება არც მწყინს სიმართლე გითხრათ

ინტერვიუ სრულდება... წარმოიდგინეთ, გარეთ გადიხართ და დერეფანში პოულობთ ლატარიის ბილეთს, რომლის შედეგადაც მილიონ დოლარს იგებთ. რას იზამდით?... რასაც შევძლებდი დავეხმარებოდი ხალხს, საყვარელ ადამიანებს, მეგობრებს.

წინა რესპონდენტმა მომღერალმა ირმა სოხაძემ დაგიტოვათ კითხვა: როგორ საქართველოში უნდა ცხოვრება? ან უნდა თუ არა ცხოვრება საქართველოში?... კი საქართველო ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია, სადაც ვიცხოვრებდი, მჯერა, რომ ის ადამიანები, ვისაც უწევთ საქართველოდან წასვლა გაჭირვების გამო, მალე მათაც აღარ მოუწევთ.

თქვენ რას ჰკითხავდით ჩვენს შემდეგ სტუმარს?... ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის?

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵სკანდალური ჭორები, ბავშვობის ოცნებები და ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ძლებს - ბლიცინტერვიუ ლექს-სენთან

🔵„ცოლს გავშორდი და სხვა ქალი მოვიყვანე ცოლად“ - სკანდალური ჭორები, ბავშვობის ოცნება და შეკითხვა ღმერთთან - ბლიცინტერვიუ მერაბ სეფაშვილთან

🔵27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

🔵ერთი ნახვით შემიყვარდა, უცებ მივხვდი, რომ ლექსებს ვწერ და ვერ ვიძინებ - ინტერვიუ ირმა სოხაძესთან