Digest Logo

„1 თვის განმავლობაში, შესაძლოა, ნახევარი მილიონი ინფიცირებული გვყავდეს“ - ივანე ჩხაიძე

1643189081
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩევლის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დაახლოებით 1 თვეში არსებობს ალბათობა, რომ მოსახლეობაში პოპულაციური იმუნიტეტი გამომუშავდეს.

„თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ინფიცირების მაღალ მაჩვენებელს, ამ სიტუაციის მოდელირება ბევრ ქვეყანაშია და არსებობს მოსაზრება, რომ დიდი რაოდენობით ადამიანების ინფიცირების შემთხვევაში, შეიძლება, საქართველოში, ერთი თვის განმავლობაში, ნახევარი მილიონი ინფიცირებული ადამიანი გვყავდეს. ეს რიცხვი დაემატება ვაქცინირებული ადამიანებისა და კოვიდგადატანილი ადამიანების რაოდენობას და მივიღებთ მიახლოებულ მაჩვენებელს იმ პოპულაციური იმუნიტეტთან, რომელიც დღეს კორონავირუსის პანდემიის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად“, – აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.

ცნობისთვის, საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 092 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 977 832 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 14 813 პაციენტი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„დღეს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება არ გაამართლებს“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵ანგელოზის ციფრები - აი, რას ნიშნავს თუ ყველგან 11:11-ს ხედავ

🔵„იმედია, მიხვდებით, რომ რაც გუშინ ნახეთ, ეგაა პოლიციის სტილი... ეს არაა ერთადერთი, ან იშვიათი ძალადობა...“ - ნიკა ქავთარაძე

🔵„ასე ღიად იღებდა ვიდეოს და არავინ დაუშალა გადაღება? - ცოტა ეჭვს კი ბადებს ეს ფაქტი“ - თემურ თათარაშვილი

წყარო: fortuna.ge