Digest Logo

„იმედია, მიხვდებით, რომ რაც გუშინ ნახეთ, ეგაა პოლიციის სტილი... ეს არაა ერთადერთი, ან იშვიათი ძალადობა...“ - ნიკა ქავთარაძე

1643106770
ნიკა ქავთარაძე

სცენარისტი და იუმორისტი ნიკა ქავთარაძე აცხადებს, რომ მეტროსადგურ ისანში გადაღებული ვიდეოში ასახული პოლიციის ძალადობა ერთადერთი და იშვიათი შემთხვევა არ არის. მისი თქმით, სისტემა მუდმივად ძალადობს მოქალაქეზე და ამის უამრავი მაგალითი არსებობს.

ქავთარაძე ფიქრობს, რომ გამოსავალი მხოლოდ კონკრეტული პოლიციელების დასჯაში არ არის და მთლიანად სისტემაა შესაცვლელი.

„დაკვირვებული ადამიანი შეამჩნევს, როგორ აჭყლოპინდნენ მთავრობის მლიქვნელები - იმ პოლიციელების დაჭერაზე. რა თქმა უნდა დამნაშავე უნდა დაიჭირო.

უბრალოდ, ამ სიხარულსა და ზარზეიმში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არაა ერთადერთი ან იშვიათი ძალადობა პოლიციაში. წლებია ადამიანები ყვირიან კონკრეტულ ფაქტებზე. გვყავს ქვეყნიდან გაქცეული მსხვერპლები, გვყავს ნაცემი, ნაწამები და გარდაცვლილი ადამიანებიც.

ხოდა, ნუ მოვიტყუებთ თავს, მოვითხოვოთ ამ სიმახინჯის შეცვლა, რაც ახლა ხდება სისტემაში.

უბრალოდ, ნახეთ ნებისმიერი ვიდეო, სადაც მოქალაქეებსა და პოლიციელებს შორის არის ურთიერთობა. ნახეთ და დააკვირდით რა ტონით, რა ზიზღით, როგორი ცინიზმით ელაპარაკებიან პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები მოქალაქეებს.

ამის მერე იმედია, მიხვდებით, რომ რაც გუშინ ნახეთ, ეგაა პოლიციის სტილი.

მაინც შეგახსენებთ, რომ არც ერთი პოლიციელი, მინისტრიც კი, არაა ჩვენი უფროსი, დირექტორი და მეფე.
პოლიცია გვყავს იმისთვის, რომ თითოეულმა პატიოსანმა ადამიანმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ.
დიახ, ჩვენ ფულს ვიხდით, რომ ვიღაცამ ეს მომსახურება გაგვიწიოს.

ახლა, წარმოიდგინეთ, რომ დიდ კომპანიაში მუშაობთ, მაგალითად 5000-კაციანში.

ხოდა, გადაწყვიტეთ უსაფრთხოების სამსახურის დაქირავება. დაიქირავეთ.

ხოდა, უცებ ხედავთ, რომ ეს დაქირავებული დაცვა თქვენს თანამშრომლებს სცემს. ყოველ დღე სხვა და სხვას. აი, ვინც არ ევასება, ან შეეპასუხება - სცემს.

რას იზამთ?

ალბათ ჩვენიანმა გააღიზიანაო-ამას იტყვით?

არა! ადგებით და გააჯმეინებთ, თან არა იმ კონკრეტულ რამდენიმე დაცვას, არამედ მაგ უსაფრთხოების კომპანიას. რადგან ცუდად გააკეთა საქმე და ნაცვლად დამქირავებლის უსაფრთხოებისა, თავადვე შეუქმნა საფრთხე - სცემა, იძალადა, შეურაცხყო.

გააჯმეინებთ, რადგან თავს იგრძნობთ მოტყუებულად - მორალურადაც და ფინანსურადაც.

იგივეა ქვეყნისთვის პოლიცია. სწორედ ამიტომ უნდა ვყვიროდეთ ნებისმიერ მცირე გადაცდომაზეც კი. არ უნდა დაივიწყოს არც ერთმა პოლიციელმა, რაში იღებს ფულს და ვის ემსახურება.
სულ ესაა.

ახლა ამას თუ ისე წაიკითხავთ და გაიაზრებთ, რომ მოგონილი გასამართლებელი მიზეზებით არ დააბინძურებთ თქვენსავე გონებას, ხო კაი. თუ არადა, რა გითხრათ მეტი“, - წერს ნიკა ქავთარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵პირველი ინტერვიუ შშმ ბიჭთან, რომელსაც მეტროში პოლიციელმა სცემა

🔵მწვანე სტატუსს ის პირებიც მიიღებენ, ვისაც კოვიდი ტესტით არ დაუდასტურდათ, მაგრამ ოჯახის ექიმი მეთვალყურეობდა

🔵„დღეს ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და სამსახურის მოძიება“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა

🔵„მრგვალი ბაღიდან 1 კილომეტრის რადიუსში თუ არ დაიბადე საჯაროდაც რომ გაგატყაონ ერთი ორი დღე თუ ემახსოვრებათ“ - ნიკა გვარამია

🔵თუ ამ სისხლისგამყინავ ბგერებზეც არ გაქვთ რეაქცია, თქვენ არც ყური გაქვთ, არც გონი და არც გული - რას წერს გიორგი თარგამაძე