თუ ორმაგ რიცხვებს ყველგან ხედავთ, ამ მოვლენას ბევრი მოიხსენიებს, როგორც დამთხვევას, მაგრამ სინამდვილეში, ეს ფასდება, როგორც სინქრონიულობა, რომელიც სამყაროს ღვთაებრივი ნიშანია.
ნუმეროლოგიაში არსებობს რწმენა, რომ „ანგელოზის რიცხვები“, დიდ მიზანს ემსახურება...
რას ნიშნავს 11:11?
რიცხვი 11 არის მოთმინების, პატიოსნების, სულიერების, მგრძნობელობის, ინტუიციის, იდეალურობისა და თანაგრძნობის სიმბოლო. ის ადამიანები, რომლებიც ხშირად ხედავ ამ რიცხვს, მოქმედებენ ენერგიის განსხვავებულ დონეზე, ვიდრე უმეტესობა. და როდესაც ორი ასეთი ენერგიის მქონდე ადამიანი ხვდება ერთმანეთს, ეს კავშირი სამყაროს ანათებს...
დაიმახსოვრეთ, თუ ყველგან 11:11-ს ხედავთ, ეს არის სამყაროს ხმა, რომელიც მოგვიწოდებს, ყურადღება მივაქციოთ ჩვენს გულს, ჩვენს სულს და ჩვენს შინაგან ინტუიციას.
ესაა მაღვიძარა, რომელიც გვამცნობს ახალ შესაძლებლობებს. ამ კონკრეტული „ანგელოზის რიცხვების“ დანახვა ნიშნავს, რომ სამყარო ცდილობს გაგვიმხილოს თვალები და უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ ჩვენს გარშემო არსებულ „დამთხვევებს“.
11:11 კიდევ უფრო მნიშვნელოვანია - ეს არის ფაქტობრივად ენერგიის პორტალი, რომელიც იხსნება დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რათა მოგვცეს ძალა და შესაძლებლობა გადავიდეთ ცნობიერების შემდეგ დონეზე.
სამყარო ცდილობს პატარა მინიშნებებით გვაჩვენოს გზა, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მზად არ ვართ მათ მოსასმენად, ან უბრალოდ არ ვიცით მათი წაკითხვა.
11:11 არის სულიერი ზრდის ნიშანი - ჩვენ შეიძლება მალე აღმოვჩნდეთ იმ ცხოვრებაში, რაზედაც ადრე მხოლოდ ვოცნებობდით. ესაა ნიშანი, რომ ჩვენი შინაგანი სამყარო იცვლება და რომ ადამიანები თუ მოვლენები, მოულოდნელად შემოდიან ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ზუსტად იმ დროს, როდესაც გვჭირდება.
ასევე, ეს არის მნიშვნელოვანი რიცხვი, რომელიც მიგვითითებს, რომ მალე ცხოვრებაში სრულიად ახალ ადამიანს შევხვდებით.
ადამიანს, რომელიც იქნება ჩვენი მეორე ნახევარი; ადამიანი, რომელიც შეძლებს ჩვენი სულიერი სიცარიელის ამოვსებას; ადამიანს, რომელზეც ყოველთვის ვოცნებობდით.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵როგორ მართო „ომიკრონი“ სახლის პირობებში და დაზოგო თანხა - გიორგი ღოღობერიძის რჩევები
წყარო: trend.ge