
კოვიდ19-მა სენაკის, სოფელ, ნოსირში, მცხოვრები დედა-შვილი იმსხვერპლა.
„სენაკის ქრონიკის“ ინფორმაციით, 40 წლის რამაზ ჯავახია ქუთაისში გარდაიცვალა, ხოლო მისი 62 წლის დედა, ქალბატონი მარინე – თბილისში. დედა-შვილის ცხედრები საცხოვრებელ სახლში უკვე გადაასვენეს.
უმძიმესია ოჯახის უფროსის, რამაზ ჯავახიას მამის მდგომარეობა. ის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულს ჯერ ვერაფერს ამბობენ.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 875 806-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 817 963 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 12 519 პაციენტი ემსხვერპლა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„1-ლი თებერვლამდე ვინც არ აიცრება დაჯარიმდება 4000$-ით“ - გიორგი ფხაკაძე
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები
🔵კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო განცხადება