პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი ვარიანტების გამოჩენას ვარაუდობს და განმარტავს, რომ ეს ვითარება გამოწვეულია დაუდევრობითა და კოვიდრეგულაციების დაუცველობით.
ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ სხვადასხვა კოვიდ მუტაციების არსებობა დაუდევარი საზოგადოების ბრალია.
„კოვიდის ვარიანტები დეტალურადაა აღწერილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გვერდზე.
კიდევ ბევრი ახალი კოვიდ ვარიანტი იქნება და ეს არის ჩვენი, ადამიანების ბრალი.
არ გამოიყენოთ პირბადე, არ აიცრათ, არ დაიცვათ დისტანცია და გაამრავლეთ კორონა ვირუსი…
და ასე, უსასრულოდ, ველოდოთ ყოველი 2-3 კვირა ახალ კოვიდ ვარიანტებს სხვადასხვა კონტინენტიდან და ქვეყნიდან: ფრანგული, ამერიკული, ინდური, ბრიტანული, იტალიური, ბელგიური, ბერძნული და, რა თქმა უნდა, ქართული.
სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, მგონი, ახალი ტრენდია.
გააგრძელეთ ასე, არ დააკლოთ არაფერი კორონას.
ჩაატარეთ დაბადების დღეები, კორპორატიულები, კონცერტები და რა ვიცი.
ჯანმრთელობას გისურვებთ“, – წერს ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მანქანაში ჩამტენეს, უკანა სავარძელზე დამაგდეს და ტრუსი გაიხადეო, მითხრეს... ორივემ გამაუპატიურა“ - გაუხმაურებელი ამბავი
🔵არის თუ არა საშიში ნაბახუსევის დროს წყლის მიღება - ანზორ მელიას რჩევები
🔵მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად ღირებული ბინა უყიდა?
🔵უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ნიკა ქაცარიძის უცნობი ამბები