საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საჯაროდ აღიარა, რომ მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან საერთო შვილი, ელის-მარია ჰყავს. ამასთან დაკავშირებით უკრაინულ მედიამ მიხეილ სააკაშვილზე სკანდალური სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ექსპრეზიდენტმა მომღერალს ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად ღირებული ბინა უყიდა.
„როგორც ჩანს, სოფოს მიშასთან ძალიან დიდი ხანია ურთიერთობა აქვს. ადგილობრივი პრესა ხომ ჯერ კიდევ 2010 წელს წერდა, რომ გოგონა, სავარაუდოდ, სააკაშვილის დახმარებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული და მომავალში კულტურის მინისტრის პოსტს დაჰპირდნენ. თუმცა, საქმე ჭორებს არ გასცდა.
როგორც ამბობენ, კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. 4 წლის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოსმა მომღერალს ბინა ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად უყიდა. სააკაშვილს და სოფო ნიჟარაძეს უკანონო ქალიშვილი 2020 წლის ივნისში შეეძინათ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი ოფიციალურად კვლავ სანდრა რულოვსზეა დაქორწინებული, რომლისგანაც ორი ვაჟი ჰყავს. ასევე შემოდგომაზე, მიხეილმა გამოაცხადა, რომ ურთიერთობაში იყო ლიზა იასკოსთან“, - წერია სტატიაში.
„სტრანამ" გადაიღო ფოტო, სადაც აღბეჭდილია „იდუმალი ქალი", რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოდესის აპარტამენტებში გამოჩნდა. შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს აქვს პენტჰაუსი ელიტარულ ცათამბჯენში, რომელიც შავ ზღვას გადაჰყურებს. აპარტამენტების სამზარეულოში მოხდენილი, შავგვრემანი ქალი ტრიალებდა, როგორც ჩანს, საუზმის შემდეგ მაგიდას ალაგებდა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ზაზა თელია ასაჯაროებს საშუალებებს, რითაც შეგიძლიათ დაბერების პროცესი შეამციროთ
🔵„ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება“ - ასტროლოგი 8 იანვრის მაგიურ ძალაზე
🔵ვინ არის ქალი, რომელმაც „აიცერი და მოიგეში" 100 000 ლარი მოიგო
წყარო: strana.news