მოდელი თიკო ჩხეიძე, რომელსაც 9 წლის შვილი ტრაგიკულად დაეღუპა, თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველაფერი ღმერთის წყალობით გადაიტანა. თიკომ და მისმა ქმარმა საკუთარ თავში იპოვეს იმის ძალა, რომ ტატასთვის იცხოვრონ და მის სახელზე ტაძარი ააგონ.
„საშინლად გაბრაზებული ვიყავი, ხატის წინაშეც ისეთი ვიყვირე... მერე უცებ დავმუნჯდი და უფალს მუხლებზე დაჩოქილმა ვთხოვე პატიება. ისევ უფალმა გამაძლიერა. სხვანაირად ვიდექი, არ ვკვდებოდი. შვილის გარდაცვალების შემდეგ დედა, თავის თავში უფლის გარეშე ვერ იპოვის იმხელა ძალას, რომ იცოცხლოს“,- ჰყვება თიკო ჩხეიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, რევიშვილების ოჯახში, 2018 წელს საშინელი ტრაგედია დატრიალდა – 9 წლის გოგონა, ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი შვილი, ტატა, ტატიანა, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყველაზე მეტად ვინც ელოდა ვერ დაელოდა, მის გარეშე ვერ იცოცხლა“ - ნინო დარასელი
🔵„მომეცი პირობა, რომ თუ დამჭირდა, ამის ხელში არ ჩამაგდებ“ - ჭიაბერაშვილი რატიანს უპირისპირდება