Digest Logo

„არაპროფესიონალიზმი მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს... საქართველოში მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება“ - გიორგი ფხაკაძე

1633937153
გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა ჯერ არ დამთავრებულა და მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება. 

„კოვიდის მე-4 ტალღა საქართველოში არ დამთავრებულა, მე-5 ტალღა ზამთრის შუა რიცხვებში იქნება.

არაპროფესიონალიზმი ყველა სფეროში და, განსაკუთრებით, ჯანდაცვის/ეპიდემიის მართვის სფეროში მდგომარეობას ყოველდღიურად ამძიმებს.

არჩევნების გამო ქვეყანაში შესაბამისი ზომები და გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული.

შედეგი სახეზეა, დღეს კოვიდაფეთქებაა. მხოლოდ თბილისში, სტატისტიკის თანახმად, 40 ბაღი, 7 სკოლა და ცალკეული 90 კლასი დაიხურა.

არაპროფესიონალიზმი კლავს, ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერი/ბიონტეკის ვაქიცინაზე, ქვეყნის ვაქცინაციის გეგმა უნდა შეიცვალოს და მოზრდილი (16 წლის ზევით) მოსახლეობის მინიმუმ 90 % უნდა აიცრას,
ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამის სურვილი იქნება“ - წერს გიორგი ფხაკაძე.


🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔵ნოემბრიდან დაიწყება ცუდი ამბები და იანვარში კიდევ უფრო გაძლიერდება – გიორგი ფხაკაძე

🔵„მისული ვართ კონსენსუსამდე, არის საფრთხე“ - რა გადაწყვეტილების მიღებას გეგმავს ვაქცინაციის საბჭო

🔵„არ მჯერა, რომ თავიდანვე ასეთი იყავით, გულწრფელად მეცოდებით“- რა წერს ჟურნალისტი თეა წულუკიანზე

🔵„მამის ღრიალმა ზეცამდე ვერ მიაღწია.. ოთხჯერ გაჩერდა იმ დედის გული, რომლის შვილები სიკვდილის ჩიტებმა წაიყვანეს“ - ჟურნალისტი