მერაბ დვალიშვილის გამარჯვებას სოციალურ ქსელში სპორტული კომენტატორი ანდრო ხელაძე ეხმაურება.
მისი თქმით, მერაბმა, როგორც ყოველთვის, შესანიშნავი შოუ გვაჩვენა.
„ბოლო 2 რაუნდში უმარ ნურმაგომედოვი ისეთ დღეში იყო, მეგონა თავისით წაიქცეოდა. იმდენად დაღლილი იყო, ოქტაგონზე ვინმეს სკამი რომ შემოეტანა, შეიძლება ავტომატურად დამჯდარიყო. აღარ შეეძლო.
ამ დროს, 5 წლით უფროსი მერაბი საერთოდ არ დაღლილა, ოფლი არ დაუღვრია. უმარს ხან საჩვენებელი თითით დასცინოდა, ხან ხორუმის ილეთებით გვართობდა და პარალელურად, ცხადია მაყურებლებსაც ეჭორავებოდა, შოუზე ზრუნავდა - თავის სტილში.
5 რაუნდიანი, დაძაბული ბრძოლის მერეც კი ენერგიით სავსე იყო, ვინმეს მარათონზე სირბილი რომ შეეთავაზებინა, ეჭვი არ შეგეპაროთ - უპრობლემოდ დათანხმდებოდა და ყველაზე მეტს ირბენდა .
მართლა რაღაც ანომალიასთან გვაქვს საქმე. ლაბორატორიაშია წასაღები ამ კაცის სხეული. რანაირად ახერხებს ამას? ესეთი გამძლეობა მსოფლიოში ვინმეს აქვს?
ამიტომაც ამბობენ, რომ იდეალური მეტსახელი აქვს. მანქანა სრულყოფილად გამოხატავს მერაბ დვალიშვილს. ერთადერთი, რასაც ჩავასწორებდი ისაა რომ მანქანას გრძნობები არ გააჩნია, მერაბი კი ყველაზე გულიანი ადამიანია, ვინც სპორტში მინახავს.
ბევრს გვეშინოდა. რა გასაკვირია? ნატკენი ფეხი, ბრძოლის არასასურველი თარიღი, უსამართლო მსაჯობის მოლოდინი, წნეხი… ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ეს კაცი წლებია საქართველოს LITERALLY გულით ატარებს, რუსეთის დროშიან დაღესტნელთან რანაირად წააგებდა?
მერაბ დვალიშვილი UFC-ის ისტორიაში დარჩება, როგორც უნიკალური მებრძოლი. უმარ ნურმაგომედოვი - როგორც ხაბიბის ბიძაშვილი“, - წერს ანდო ხელაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
⭕თოფურია დვალიშვილზე: აი ეს ხდება მაშინ, როდესაც დაღესტნურს ქართული ჭიდაობა უპირისპირდება