Digest Logo

„არ მჯერა, რომ თავიდანვე ასეთი იყავით, გულწრფელად მეცოდებით“- რა წერს ჟურნალისტი თეა წულუკიანზე

1633348202
წულუკიანი

ჟურნალისტი თეო გილიგაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კულტურის მინისტრს - თეა წულუკიანს მიმართავს. 

ჟურნალისტი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც თეასთან ერთად უნივერსიტეტში სწავლობდა და ამბობს, რომ მაშინ სულ სხვა ადამიანი იყო.

„მე და თეა წულუკიანმა ერთი ფაკულტეტი დავამთავრეთ - თსუ საერთაშორისო ურთიერთობები. ერთი კურსით წინ იყო, მეც ფრანგულ ჯგუფში ვიყავი და სულ ვხედავდი პატარა, ხუჭუჭა, მომხიბვლელ, სასიამოვნო გოგოს და მის წარმატებას გივი სიდამონიძესთან ერთად მეც ვგულშემატკივრობდი....

ჰოდა, ქალბატონო თეა, არ მჯერა, რომ თავიდანვე ასეთი იყავით და ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ რა მოხდა თქვენს ცხოვრებაში, რომ ასეთ მონსტრად იქეცით და გულწრფელად მეცოდებით. მერე ვფიქრობ, რომ ამ ღვარძლში ჩემი ცხოვრების 9 წელი გავიდა.

სულ ვამტკიცებ, რომ აღარაფერი გამიკვირდება და ყოველ ახალ კომენტარზე ხელახლა მიკვირს - ქალი, შვილი, ცოლი და რაც მთავარია, დედა - სად იტევთ ამდენ პათოლოგიურ ზიზღს, ღვარძლს, ბოღმას, ბოროტებას, გულგრილობას, სიძლვილს. ან სად დააგროვეთ და ან რა ვერ გაგიარათ ამ ხნის განმავლობაში? და რაც მთავარია, ყოფილი იუსტიციის მინისტრი ვერც აცნობიერებთ, რომ ჩვეულებრივ კრიმინალად იქეცით!

„მთავარ არხს“ კიდევ ბევრი აქვს სანერვიულოო!

დიახ, ვნერვიულობ და ვიბრძვი, რომ ჩემმა შვილმა, რომელიც 7 წლის იყო, თქვენ რომ ხელისუფლებაში მოხვედით, მისი საუკეთესო წლები ასეთ ზიზღსა და ბოღმაში არ გაატაროს, თქვენ და რამდენიმე თქვენი თანაგუნდელი რომ აფრქვევთ ყოველდღიურად!

მე, ერთი კონკრეტული „მთავარარხელი" ამას მთელი გულით გპირდებით! იმდენი რამ გამომივლია, ჩემს პირობას ფასი ნამდვილად აქვს, თან, როცა ასეთი ერთად შეკრული გუნდის წევრი ვარ, თავისი არაჩვეულებრივი ლიდერით ნიკა გვარამიათი“ - წერს თეო გილიგაშვილი.


აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სანდრა ცხვირსახოცს იშველიებდა, თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა და თეფშს ჩაშტერებოდა“ - მედეა ვასაძე

🔵„სანდრა ცხვირსახოცს იშველიებდა, თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა და თეფშს ჩაშტერებოდა“ - მედეა ვასაძე

🔵„აღარავინ გაბედოს და იკადროს ქუთაისს ქურდების ქალაქი უწოდოს!!!“ – თეა ადეიშვილი

🔵 „სად ვიქნები 20 წლის შემდეგ? ალბათ, მექნება ...“ - როგორი იყო გიორგი გახარიას შეყვარებულობის პერიოდი - უცნობი ამბები ყოფილ პრემიერზე

🔵„ვფიქრობ, რომ საარჩევნოდ გაკეთებული ამბავია და ქართულ ციხეში ყოფნა დიდხანს არ მოუწევს“ - ინგა ბიწაძე სააკაშვილის შეწყალებაზე

🔵„რაც თქვენმა მეუღლემ გუშინ იკადრა, თქვენი ეს დღევანდელი ნაბიჯი...“ - თამარ ივერი სანდრა რულოვსს მიმართავს