Digest Logo

„ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არა არის აცრის შემდგომ იმუნიტეტზე უფრო ძლიერი...“ - ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი

1632596539
რევაზ ბოჭორიშვილი

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბუნებრივი იმუნიტეტი ყოველთვის არაა აცრის შემდგომ იმუნიტეტზე უფრო ძლიერი.

„ტულუზას უნივერსიტეტში შეისწავლეს ამ ქალაქის საავადმყოფოებში მომუშავე 8758 ადამიანის პოსტ-კოვიდური და კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდგომი იმუნიტეტი, კოვიდით ინფიცირებისა და რეინფიცირების მაჩვენებლებთან მიმართებით, 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილამდე. შედეგები გამოქვეყნდა 20 სექტემბერს, ამ კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდის გადატანიდან 3 თვეში კვლევაში მონაწილეთა 79,3 % ის ანტისხეულების მაჩვენებელი მინიმალურ ზღვარზე ჩამოდის.

კვლევის მონაცემების საფუძველზე გამოიყო ანტისხეულების 3 ზღვარი:

➡️ ანტისხეულების ზღვარი ტოლი ან ნაკლები 141 ერთ/მლ-ზე – კოვიდისგან დაცვა 12,1 % ია.

➡️ანტისხეულების ზღვარი 141-სა და 1700 ერთ/მლ ს შორის – კოვიდისგან დაცვა 90 % ია, განსაკუთრებით მძიმე ფორმებისგან.

➡️ ანტისხეულების ზღვარი 1700 ერთ/მლ-ზე უფრო მაღალი - კოვიდისგან დაცვა 100% ია, ანუ ამ ჯგუფში ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ანტისხეულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა კოვიდგატანალ აცრილებში (საფრანგეთში კოვიდის გადატანის შემდგომ მხოლოდ ერთი დოზა კეთდება). ზოგს 147 000 ერთ/მლ დაუდგინდა !

აცრის მეორე დოზის გაკეთების შემდგომ, აცრიდან ერთ თვეში ყველა აცრილს აღენიშნებოდა 141 ერთ/მლ მეტი, ანუ ყველას მინიმალურ ნიშნულზე მეტი. მაშინ როდესაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ ზღვარზე მეტი კოვიდის გადატანიდან 3 თვეში კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 79,3 % ს აღენიშნა.

დასკვნა ცალსახაა, მხოლოდ კოვიდის გადატანის ხარჯზე სანდო, დამცველი იმუნიტეტის იმედად ყოფნა საკმარისი არაა. ყველას არ ექნება ასეთი იმუნიტეტი, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ყველა ვერ გადაიტანს კოვიდს ან ხანგრძლივი კოვიდით გაიტანჯება. მხოლოდ აცრა, ან გადატანის შემდგომ დამატებით აცრა იცავს 90 %-ით, განსაკუთრებით კოვიდის მძიმე ფორმებისგან“,- წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მადლობა ღმერთს შენნაირი მაგარი მეგობრისთვის!“ - ზურა ხაჩიძე კობახიძეს დაბადების დღეს ულოცავს

🔵„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

🔵„სინოვაკით აცრილები დელტა ვარიანტისგან მხოლოდ ერთი თვე იქნებით დაცულები“ - გიორგი ფხაკაძე