Digest Logo

„ჩვენს ქვეყანაში პანდემია გაგრძელდება იმაზე უფრო მეტ ხანს, ვიდრე სხვა ქვეყნებში“ - მაია კაშია

1643783345
მაია კაშია

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა დევი ტაბიძემ და ჯოენის სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ „იმედის“ ეთერში ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრეს. სპეციალისტები მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვაქცინაციისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. 

ექიმის თქმით, ქვეყანაში ყველანაირი რეკორდი მოხსნილია და მეექვსე ტალღის პიკურ მაჩვენებლებს ვუახლოვდებით.

„ყველანაირი ანტირეკორდი მოხსნილია, შეიძლება ითქვას, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პანდემია დაიწყო. ვუახლოვდებით მეექვსე ტალღის პიკურ მაჩვენებლებს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პანდემია გაგრძელდება იმაზე უფრო მეტ ხანს, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენთან ვაქცინირებულია მოზარდი მოსახლეობის დაახლოებით 45%-მდე, რაც რეალურად არის ძალიან დაბალი რიცხვი“, - აცხადებს მაია კაშია.

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, აცრა არის ერთადერთი გზა იმის, რომ გადავრჩეთ და არ მოვხვდეთ ჰოსპიტალში.

„24 ათასი ახალი შემთხვევა არ არის სრული სურათი. გაცილებით უფრო მეტია, შეიძლება სამჯერ-ოთხჯერ მეტი შემთხვევაა. აცრა არის ერთადერთი გზა იმის, რომ ჩვენ არ მოვხვდეთ ჰოსპიტლებში და მსუბუქად გადავიტანოთ ამ შემთხვევაში არსებული ნებისმიერი ტიპის ვირუსები“, - აღნიშნა დევი ტაბიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ერმა დაკარგა - ადამიანი, მე დავკარგე - სტიმულის სტიმული“ - თემურ წიკლაურის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

🔵„არის ორი არაექსპერიმენტული და სრულიად ავტორიზებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა“ - გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

🔵VIDEO: „მადლობა ჩვენი ბავშვობისთვის“ - გივი წიქარიძე გარდაცვლილა

🔵„თქვენკენ როგორაა საქმე ამ მიმართულებით, კოლეგებო?“ - რას წერს ბაკურ ბაკურაძე

🔵„სხვა პოლიტიკურ გარემოში ვიქნებოდით, ზურა რომ არ მოეკლათ! არც ერთი სიტყვა ნიშნისმოგებით“ - ხათუნა ხოფერია