ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ბევრჯერ მოვუსმინე...
არც ერთი სიტყვა ნიშნისმოგებით!
არანაირი პოპულიზმი!
არცერთი მცდელობა ვინმეს წისქვილზე წყლის დასხმის!
ეს იყო ზურაბ ჟვანია! თავისუფალი პოლიტიკოსი! მოაზროვნე პოლიტიკოსი!
რა თქმა უნდა, სრულიად სხვა პოლიტიკურ გარემოში ვიქნებოდით, ზურა რომ არ მოეკლათ!
რა თქმა უნდა, სრულიად სხვა მასშტაბის და გაქანების ლიდერი დაკარგა საქართველომ და მეც დავრჩი ასე ულიდეროდ და ტყუილად ნუ მსაყვედურობთ, შენი მოსაწონი არავინ არ არისო... მოუსმინეთ და აუცილებლად გამიგებთ!
P.S. ჰო, ზურა აქ 37 წლისაა...
მაინც რომ იცოდეთ, როდესაც ვინმეს ახალგაზრდობის გამო, სამშობლოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის პატიებას დაუპირებთ..“,- წერს ხათუნა ხოფერია.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში
🔵„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე