მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ ქართველი გამხმოვანებელი გივი წიქარიძე გარდაიცვალა.
მებო ნუცუბიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი ძველი კინო სტუდიის შენობაში, დარაჯად მუშაობდა.
„გივი წიქარიძე გარდაცვლილა. მუსიკოსები ძველი კინო სტუდიის სარეპეტიციოებიდან ვიცნობდით, იქ მუშაობდა. იქვე ცხოვრობდა. დარაჯი იყო.
მახსოვს, შეღამებულზე ჩამოივლიდა ხოლმე სარეპეტიციოებთან და გვაფრთხილებდა: „10 საათია... 10 საათია... 10 საათია...“.
ახლაც ჩამესმის მისი ხმა. მერე რამდენიმე წლის შემდეგ, ეს ვიდეო ვნახეთ და გავოგნდით. რამდენი რამე არ ვიცით ჩვენ გვერდით მცხოვრები დიდი ადამიანების შესახებ.
„ხელოვანი კაცი ხარ და არაფერს აკეთებ, არ ინერვიულებ?“, ნეტავ, დისნეის ანიმაციების გამხმოვანებლებიც დისნეის ძველი სტუდიის დარაჯებად მუშაობენ და სიღარებესა და მარტოობაში იღუპებიან?
მადლობა ჩვენი ბავშვობისთვის და ბოდიში, რომ გაბრაზებდით, როცა გვიანობამდე ვუკრავდით და არ გაძინებდით“, - წერს მებო ნუცუბიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„თქვენკენ როგორაა საქმე ამ მიმართულებით, კოლეგებო?“ - რას წერს ბაკურ ბაკურაძე
🔵როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში
🔵„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე