Digest Logo

„არის ორი არაექსპერიმენტული და სრულიად ავტორიზებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა“ - გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

1643709956
გიორგი ფხაკაძე

„ამწუთას „მოდერნას“ ვაქცინამ ამერიკის წამლის სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო. მსოფლიოში ამჟამად არის ორი არაექსპერიმენტული და სრულიად ავტორიზებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა: „პფაიზერის და „მოდერნას“ ვაქცინები“, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ახალი ხაჭაპური მზად არის.

ალბათ, მიხვდით, თუ რატომ დავდე ხაჭაპურის ვიდეო დღეს… როცა დავდე, მაშინ ეს ინფორმაცია საჯარო არ იყო…

ამწუთას „მოდერნას“ ვაქცინამ ამერიკის წამლის სააგენტოსგან სრული ავტორიზაცია მიიღო. მსოფლიოში ამჟამად არის ორი არაექსპერიმენტული და სრულიად ავტორიზებული კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა: „პფაიზერის და „მოდერნას“ ვაქცინები.

დანარჩენი კოვიდვაქცინები კვლავ ექსპერიმენტული ვაქცინებია.

რამდენი ხანია, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, რომ იმუშაონ მოდერნას ვაქცინის შემოტანაზე, პასუხად კი ვიღებთ, რომ თურმე „ჩინური ვაქცინების ბუსტერი კარგია”. იქნებ მართლა გეყოთ მოსახლეობის და საკუთარი თავის მოტყუება. ამით ისედაც დაბალ ავტორიტეტს ინადგურებთ. ამოვიდა ყელში…

მიეცით მოქალაქეებს ნამდვილი არჩევანის საშუალება „მოდერნას“ ან „პფაიზერის“ ვაქცინებით და ჩინური ვაქცინების გამოყენება შეაჩერეთ.

ომიკრონმა ყველაფერი შეცვალა, სწრაფი ნაბიჯებით უნდა ვიაროთ და არა კუს ნაბიჯებით.

გახსოვთ, მე არაერთხელ გითხარით, მე გავიკეთებ მხოლოდ საუკეთესო ვაქცინას, რაც იქნება იმ დროისთვის მსოფლიოში და არ დაგიმალავთ.

მე ავიცერი 2 „პფაიზერით“ და ბუსტერი კი გავიკეთე „მოდერნათი“. ჩემი სიტყვა პირნათლად შევასრულე.

მარტო ვაქცინა არ არის საკმარისი, რომ დავიცვათ თავი კოვიდისგან. ასევე აუცილებლად გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და დაიცავით დისტანცია. ჯანმრთელობას გისურვებთ“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „მადლობა ჩვენი ბავშვობისთვის“ - გივი წიქარიძე გარდაცვლილა

🔵„თქვენკენ როგორაა საქმე ამ მიმართულებით, კოლეგებო?“ - რას წერს ბაკურ ბაკურაძე

🔵„სხვა პოლიტიკურ გარემოში ვიქნებოდით, ზურა რომ არ მოეკლათ! არც ერთი სიტყვა ნიშნისმოგებით“ - ხათუნა ხოფერია

🔵როგორ ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში

🔵„2022 წელი იქნება პანდემიის ბოლო წელი და კორონა სეზონურ ვირუსად გადაიქცევა“ - პაატა იმნაძე