Digest Logo

covid 19-ით ინფიცირებული 3 ბავშვი აპარატზეა შეერთებული - „კორონავირუსის მეორე ტალღის დროს ასეთი სიმძიმე არ ყოფილა “

1625737346
პედიატრი ივანე ცხეიძე და ბავშვი

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 წლამდე ასაკის სამი ბავშვი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

„კორონავირუსის ინდური ვარიანტი მეტად აინფიცირებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას. ბავშვებში ეს ვარიანტი უფრო მეტია, ვიდრე ალფა და ჩინური ვარიანტი. ამის უკან უფრო მეტი რისკი დგას. რისკი ბავშვების ჰოსპიტალიზაციის, მათი მდგომარეობის დამძიმების. საქართველოს ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში, რომელიც მართავს კორონავირუსით დაავადებულ პედიატრიულ პაციენტებს, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში უკვე სამი, 1 წლამდე ასაკის პაციენტია ხელოვნურ სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაავადების მიმდინარეობის ასეთი სიმძიმე არ ყოფილა კორონავირუსის მეორე ტალღის დროს“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ქალებს აეკრძალებათ მოკლე სახელოებიანი მაისური, შარვალი, მაკიაჟი, ასევე ქმრის, ან მამის ნებართვის გარეშე სოციალური ქსელების მოხმარება...“

რას ამბობს ლევან რატიანი „დელტა“ შტამის სიმპტომებზე და მოსალოდნელ საფრთხეზე

„საკუთარი ღირსების და ოჯახების დასაცავად გამოვიდა თბილისი და ახალგაზრდობა“ - ხათუნა ხოფერია

წყარო: 1tv.ge