„ომიკრონის“ შიდა გავრცელებასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ აღნიშნული შტამი მკვეთრად მოიმატებს, რადგან კვლევაში რამდენიმე ასეული საეჭვო ნიმუშია.
არსებული მდგომარეობიდან სპეციალისტები ერთადერთ გამოსავალს კვლავ ვაქცინაციაში ხედავენ.
„რამდენიმე ასეული საეჭვო შემთხვევა არის კვლევაში, ანუ დიდი ალბათობით „ომიკრონის“ შემთხვევები მოიმატებს დღეს და ხვალ. საერთოდ დადასტურებული შემთხვევების 10%, შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის „ომიკრონი“.
იმატებს 18 წლამდე ბავშვთა და მოზარდთა ასაკში შემთხვევების რაოდენობა. ჯერჯერობით ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა არ იზრდება, მაგრამ იზრდება ლაბორატორიულ და ამბოლატორიულ სექტორზე. ჰოსპიტალში „ომიკრონის“ 600 შემთხვევიდან სულ მოხვდა 8 ადამიანი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მანქანაში ჩამტენეს, უკანა სავარძელზე დამაგდეს და ტრუსი გაიხადეო, მითხრეს... ორივემ გამაუპატიურა“ - გაუხმაურებელი ამბავი
🔵არის თუ არა საშიში ნაბახუსევის დროს წყლის მიღება - ანზორ მელიას რჩევები
🔵მიხეილ სააკაშვილმა სოფო ნიჟარაძეს ნიუ-იორკში 2 000 000 დოლარად ღირებული ბინა უყიდა?
🔵უატესტატობა, სკოლიდან გაგდება, მღვდლობა და „კანონიერი ქურდობა“ - ნიკა ქაცარიძის უცნობი ამბები