დღეს, 3 ივლისს, 12:00 საათიდან „სინოფარმით“ აცრისთვის რეგისტრაცია დაიწყება, ხოლო იმუნიზაციის მასობრივი პროცესი 5 ივლისიდან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ბრიგადა.
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს.
ჩინური წარმოების ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„დღისით +37°“ - 3 ივლისის ამინდის პროგნოზი
VIDEO: „უკან დამხევი აღარ ვარ! ერს არ გაგარყვნევინებთ!” – მამა შალვა მრევლს მიმართა
„40 წლისას აღარც ქმარი მყავდა, აღარც – შვილი, უმდიდრესი ქალი „ბომჟად“ ვიქეცი“ – ნინო ხომასურიძე