ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კიდევ ერთხელ წერს, რომ პანდემიის დამარცხებაში ლომის წვლილს ვაქცინა შეიტანს. მისივე თქმით, ვაქცინა ადამიანებს დაიცავს როგორც ინფიცირებისგან, ისე ვირუსის მძიმე მიმდინარეობისა და შემდგომი გართულებებისგან.
„არავაქცინირებულ ადამიანებს ვაქცინირებულებისგან შედარებით აქვთ არა მარტო მაღალი რისკი ინფიცირების, არამედ მაღალი რისკი მძიმე კოვიდის განვითარების.
ვაქცინაცია თითქმის ანულებს თქვენს რისკს, გახდეთ მძიმედ ავად ან მოკვდეთ კოვიდისგან!
პ.ს. არ დამიწეროთ კითხვები სადაა ვაქცინა? არ მაქვს პასუხი,“ - წერს კულუმბეგოვი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მინდა, მივმართო მას“ - მიხეილ ცაგარელი იუბილარ ანუკი არეშიძეს ახასიათებს და რჩევებს აძლევს
თინა ხიდაშელი სამკურნალოდ გერმანიაში წავიდა
ზოდიაქოს ამ ნიშანს ყველაზე ცუდი პერიოდი ეწყება - ნახეთ, ვის აფრთხილებს მიხეილ ცაგარელი