Digest Logo

„ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში სრული პაკეტი წარვადგინეთ“ - ამირან გამყრელიძე

1635233269
ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში ე.წ. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყება. 

მისი თქმით, NCDC-მ სამდივნოში სრული პაკეტი უკვე წარადგინა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში წარადგინა დამუშავებული პაკეტი, რომელსაც სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. ეს არის სრული პაკეტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებით და ვნახოთ, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებები უნდა იყოს. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება დამატებითი რეგულაციები.

მე აღმინიშნავს, რომ სავალდებულოობა რთული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მე, როგორც ერთი ექიმი, ამირან გამყრელიძე, ამას ვემხრობი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, რაც აჩენს იმის მოლოდინს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდება“ - ალექსანდრე გოგინავა

🔵„5-იანის შემოხაზვით მურმან დუმბაძის ცნობილი წყევლა გაცოცხლდება და ხელი გაგვიხმება“ - რას წერს თინა ხიდაშელი

🔵„ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ...“ - დავით გადელია საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს