Digest Logo

„ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ...“ - დავით გადელია საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

1635068530
დავით გადელია

„ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას- წავაგეთ! ვერ ვაშენებთ იმ სიმაღლის ზღუდეს (აცრილთა პროცენტს ვგულისხმობ), რომ თავი სრულად დავიცვათ“, - ამის შესახებ ინფორმაციას დავით გადელია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„სიმართლე პანდემიაზე.

ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ: პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა, რომელიც გულისხმობდა უხილავი მტრისგან თავდასაცავი მაღალი ზღუდის აშენებას- წავაგეთ! ვერ ვაშენებთ იმ სიმაღლის ზღუდეს (აცრილთა პროცენტს ვგულისხმობ), რომ თავი სრულად დავიცვათ. რაც შევქმენით, კი შეაკავებს მტერს ნაწილობრივ, მაგრამ არა სრულფასოვნად. წავაგეთ არა მე, არა ნებისმიერმა პასუხისმგებელმა მოქალაქემ, არა გამყრელიძემ ან მთავრობამ, წააგო ქვეყანამ და წააგო გაუნათლებლობის, უმეცრების, სიბნელის, უბრალოდ- რეგვენობის მაღალი მაჩვენებლის გამო!

ჩემმა სათაყვანებელმა ქვეყანამ, რომლის განათლებულობითაც, თუნდაც 3 ათეული წლის წინ ისე ვამაყობდი, რომ მზად ვიყავი ნებისმიერ ქვეყანას შევდარებოდი! განათლებაზე, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე ტესტი ვერ ჩავაბარეთ… კი ბატონო, კარგია და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ გავცდით ადამიანის უფლებების ჩარჩოებს, მაგრამ ვერც ალტერნატიული ეფექტური მოტივატორები მოინახა. არც ლოტომ უშველა და ვერც კარდაკარ სიარული შველის. ჩემთვის მიუღებელია ასეთი შედარება, რომელსაც ხშირად ჩემი მეგობრებიც იყენებენ- ” ის მთავრობა რომ ყოფილიყო, ეს ლიდერი რომ ყოფილიყო ყველანი 3-3ჯერ ვიქნებოდით აცრილები!!” .. ასეთი შედარება ჩემთვის ერთ საერთო ნიშნულამდე მიდის- “სტალინი რომ ყოფილიყო”-მდე. წარმოვიდგენ რა მეთოდებითაც ვიქნებოდით სამ-სამჯერ აცრილები და ამის მთქმელი მეგობრებისგან განსხვავებით, კმაყოფილების ნაცვლად მზარავს!

მოკლედ დასკვნა ასეთია: დემოკრატიის ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის განათლება-სირეგვენის მაჩვენებელი ისეთია, როგორიც პროცენტებში გამოისახა..

რა არის ბრძოლის მეორე ეტაპი? რა ახალი რედუტებია მტერთან საბრძოლველად? ესაა მედიკამენტები, რომელსაც კაცობრიობა ნელ- ნელა იგონებს და წლის ბოლომდე სხვადასხვა მოქმედების იქნება წარმოდგენილი. ახლავე ვამბობ: მედიკამენტები იქნება დეფიციტური მთელი მსოფლიოსთვის და საშინლად ძვირი!! ახლაც ვხმარობთ ციტოკინური შტორმის წინააღმდეგ გარკვეულ მედიკამენტებს, რომელიც ერთი სრულყოფილი გადასხმა (წონის გათვალისწინებით) 7-8 ათასი ლარი ჯდება.

ქვეყანამ დონაციით შემოიტანა ტაბლეტური, შედარებით ცოტა სუსტი სხვა მედიკამენტი, რომელსაც ასევე სტაციონარულად ვიყენებთ და კურსი 7 ათას დოლარამდე უჯდება ქვეყანას. შემოვა მონოკლონური ანტისხეულების შემცველი მედიკამენტები, რომელთა მიღება ამბულატორიულად შეიძლება და ერთ კურსს უცხოელი ფარმკომპანიები 5-6 ათას დოლარზე ნაკლებად არ გაყიდიან. წლის ბოლოსთვის კი ანტივირუსული მედიკამენტიც უნდა იყოს, რომლის ფასიც ალბათ ამ რეესტრში, ანუ რიგითი მოქალაქისთვის მიუწვდომელი იქნება!

მაგრამ რაში ადარდებს ფასი უპასუხისმგებლო ობივატელს??! “კეთილი ინებოს და სახელმწიფომ იზრუნოს, მეკუთვნის!!” არანაირი განცდა იმისა, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, რომ ასე უყაირათოდ დახარჯული ფული ჩვენს შვილებს ან ჩვენს მშობლებს- თუნდაც ჩვენ გვაკლდება არაა! ის რაც სსრკ-ს დროს შეიძლება გამართლებული იყო- “დიდი ამბავი, თუ რუსეთის ფინანსებს გამოვჭამთ”, საკუთარი ქვეყნის შემთხვევაში მავნებლობაა. “რატომაა ქვეყნის მიერ წამლების ყიდვა უყაირათობა?”- იკითხავს რეგვენი ანტივაქსერი.

იმიტომ, რომ ბევრად უფრო იაფად და ურისკოდ შეიძლებოდა დაავადების თავიდან აცილება! ახლა ამ ძვირფასმა წამლებმაც შეიძლება არ გვიშველოს. მე არ მინახავს არცერთი აუცრელი მძიმე ავადმყოფი, რომელიც ჩაუკირკიტებდა ამ საკმაოდ მძიმე მედიკამენტების ანოტაციას და წარმოშობას- ვინ დაეძებს, ოღონდ იყოს!! მაშინ, როცა ვაქცინების მოლეკულურ დონეზე ანალიზს ითხოვენ. ეს მედიკამენტები არაა ახალი შექმნილი, ასე რომ ენდობით? თუ გგონიათ, რომ მედიკამენტის შექმნა უფრო ადვილია, ვიდრე ვაქცინის და იგივე დროში შექმნილი ვაქცინა არ ინდობა??

ჩვენს დაუცველობას ემატება უახლოეს სამეზობლოში კატასტროფული ეპიდსიტუაცია, ახალი შტამები.. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში გადმოვა ეს მდგომარეობა ჩვენთან იმ ქვეყნიდან, სადაც მილიონამდე ჩვენი ნათესავ მეგობარია? არაფერს ვამბობ ტურიზმზე, რომელიც ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის ძირითადი საარსებო წყაროა”,- წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ვინც მენსტრუალური ციკლზე ღლიცინებს, უნდა იცოდეს, რომ საკუთარ დედასა და საკუთარ დაბადებაზეც ღლიცინებს" - რას წერს დაჩი გრძელიშვილი

„40 დღე გადის და ხვალ ჩემი ნიკო ღვთის მოშიში, ერთგული და ღირსეული შვილი, ზეცაში სამუდამო სამყოფელს დაიმკვიდრებს“ - რას წერს გარდაცვლილის დედა

„შესაძლოა, ვაქცინაცია ნოემბრიდან სავალდებულო გახდეს“ - ამირან გამყრელიძე

„ზარი რომ დაირეკა, მოირბინა და დედაჩემი იყავიო - მთხოვა პატარა ბიჭმა, რომელსაც დედა არ ჰყავს“ - პედაგოგის ემოციური წერილი

„ვინც მაგას აკეთებს დაიწვება ჯოჯოხეთის ცეცხლში“ - რას წერს ტორესა მოსი

(+18) VIDEO: შემზარავი კადრები - როგორ ჩაცხრილეს ანასტასია შატალოვა

„ზუსტად 6 დღეა მშიერი ვარ. მათხოვარივით დარჩენილი