ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე საავადმყოფოში ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციას გადის და სოციალურ ქსელში იქ მომუშავე ერთ-ერთ ექთანზე და იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ჯანდაცვის სისტემაშია.
ბაკურ სვანიძემ რამდენიმე დღის წინ მან ალადაშვილის კლინიკაში ჰაიმორის ღრუზე ოპერაცია გაიკეთა.
„მაინტერესებს, მე რომ ახლა რეალურად კოვიდი დამიდასტურდეს, ვინ აგებს ამაზე პასუხს? ისევ კლინიკებზე, ბატონო მთავრობავ! ამიხსენით, რა აზრი აქვს „მწვანე პასპორტებსა“ და რესტორანში ადამიანების არშეშვებას, თუკი ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ იქ გველოდება, სადაც ყველაზე დაცული უნდა ვიყოთ ამ მხრივ მაინც?
მე პირადად, ყველაზე სერიოზული და ხანგრძლივი ანტივაქსერული პროპაგანდა, სწორედ საავადმყოფოში მოვისმინე... ჯერ რომ მიმიყვანეს, პირბადე მეკეთა და სართულის ექთანს აშკარად სახეზე დაეტყო აგრესია, ჩემი პირბადის გამო!
თავად დაქშუილობდა უპირბადოდ... სახეზე ეტყობოდა ცოტა შექანებული რომ იყო. მიცნო, შენ ხო ის ხარო? მერე მგონი, ისიც იცოდა რომ "ანტივაქსერი" არ ვარ და რაღაც ვერ ჰქონდა მთლად კარგი დამოკიდებულება
ჩემს მიმართ, მაგრამ პირადი ჯანდაბას! მთელი ღამე დერეფანში ტელეფონით ვიღაცას თუ ვიღაცებს უკიოდა - ხომ გითხარით არ აიცრათ ეგ რაღაც ვაქცინა საწამლავიაო!
ეს ყოველივე პალატებში მყოფ ავადმყოფებს ესმოდათ... ეს ექთანი რომ შეიცვალა, მეორე დღესვე დარეკეს და გავრცელდა ამბავი, რომ მას დაეწყო გარკვეული სიმპტომები, გაიკეთა ტესტი, დაუდასტურდა კოვიდი!
ანუ, მთელი იმ სართულზე პალატებში მყოფი ავადმყოფები გახდნენ კოვიდკონტაქტები!
ანუ, მე რომ ახლა კოვიდი დამიდასტურდეს, გამოდის, რომ ის საავადმყოფოდან წამოვიღე! თანაც არა კოვიდ განყოფილებიდან, არამედ ჩვეულებრივი პალატებიდან, რადგან იქ დაქშუილობს ვიღაც შეშლილი ექთანი,
რომელიც არის აგრესიული ანტივაქსერი!
გეკითხებით - არის თუ არა დებილიზმი, რომ აცრის გარეშე რესტორანში არ უშვებდე ადამიანებს და ამ დროს საავადმყოფოებში დაჯლიგინობდეს აუცრელი პერსონალი? ეს ნორმალურია? მაშინ დაანებეთ თავი
იმ რესტორნებსაც, თორემ ტრაგიკომიკური პარადოქსია ნამეტანი და ტეხავს... ან გააკონტროლეთ კლინიკები-ც!“ - წერს ბაკურ სვანიძე
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ომიკრონით“ ინფიცირება ყველაზე ხშირად სწორედ ასე იწყება - ექიმები მთავარ სიმპტომს ასახელებენ