Digest Logo

„ომიკრონით“ ინფიცირება ყველაზე ხშირად სწორედ ასე იწყება - ექიმები მთავარ სიმპტომს ასახელებენ

1642270039
ომიკრონი

კორონავირუსის ახალი შტამების წარმოქმნის და გავრცელების პარალელურად, დაავადების სიმპტომებიც იცვლება.

სიმპტომების ცვალებად ბუნებაზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ.

ახლა ჯანდაცვის სპეციალისტები სწრაფად გავრცელებად შტამს „ომიკრონს” აკვირდებიან და მის შესწავლას ცდილობენ.

ინფიცირების საწყის ეტაპზე კი, მედიკოსები ერთ მთავარ სიმპტომზე საუბრობენ – ეს არის ყელის ძლიერი ტკივილი, რომელიც სწორედ „ომიკრონს” ახასიათებს, ამის შესახებ Businessinsider წერს.

მას შემდეგ, რაც „ომიკრონის” მასშტაბური გავრცელება დაიწყო, იელის სამედიცინო სკოლის პროფესორი, ხორხე მორენო კოლეგებთან ერთად, დეკემბრის ბოლოს დღეში ხუთ კოვიდპაციენტს აკვირდებოდა.

მორენოს განცხადებით, კლინიკაში ახალი შტამით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, პაციენტთა უმრავლესობა კი ამბობდა, რომ დაავადების საწყის ეტაპზე ერთ სიმპტომს ასახელებდა – ეს იყო ყელის სიმშრალე, რომელიც იწვევდა ძლიერ ტკივილს ნერწყვის ყლაპვის დროს.

დოქტორი მორენო ამბობს, რომ მის კლინიკაში პაციენტების უმრავლესობა ვაქცინირებულია და სწორედ ამის გამო მათი სიმპტომები უფრო მსუბუქი და შედარებით ხანმოკლეა:

„მათთვის, ვინც აცრილია, ეს თითქმის ჩვეულებრივ გაციებას ჰგავს, რამდენიმე დღის შემდეგ, ისინი მზად არიან დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ვარჯიშს და საზოგადოებრივ აქტივობას”, – ამბობს ექიმი.

ყელის ტკივილზე, როგორც სხვა შტამებისგან განმასხვავებელ ნიშანზე საუბრობენ ნორვეგიელი, ბრიტანელი და აფრიკელი ექიმებიც.

როგორც გასული თვის ბოლოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის სპეციალისტებმა განაცხადეს, „ომიკრონით” ინფიცირებულები ამბობდნენ, რომ მათ ვირუსი ყელის ტკივილით ეწყებოდათ, რასაც მშრალი ხველა და სახსრების ძლიერი ტკივილი მოჰყვებოდა.

დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი აპლიკაციის მონაცემების გაანალიზებით, რომელიც სმარტფონის საშუალებით აღრიცხავს, თუ როგორ გრძნობს თავს ასობით ათასი ადამიანი ყოველდღიურად, აღმოჩნდა, რომ ყელის ტკივილი „ომიკრონის” ჩვეულებრივი, ადრეული სიმპტომია.

როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ტიმ სპექტორმა 22 დეკემბერს განაცხადა, “ომიკრონით” დაავადებულთა, დაახლოებით, 57% ყელის ძლიერ ტკივილს უჩიოდა.

მონაცემები გააანალიზეს ნორვეგიაშიც – მას შემდეგ, რაც საშობაო წვეულებაზე 120 ადამიანი დაინფიცირდა, მათი უმრავლესობა კი სწორედ „ომიკრონით” იყო დაავადებული, ინფიცირებულების მდგომარეობა შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულთა 72%-ს ყელი სტკიოდა, რომელიც, საშუალოდ, სამი დღეს გაგრძელდა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ამ ბოლო დროს ძალიან გაუტია და დაუკრეფავში გადავიდა... საქართველოში სჯერათ ბ-ნი იაგოს სისულელეების“ - თენგიზ ცერცვაძე იაგო ფრანგიშვილზე

🔵„მე მაქვს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და „ომიკრონი“ ჩემ­თვის კა­ტას­ტრო­ფაა, ვფიქ­რო, რომ ერ­თა­დერ­თი რა­მაც და­მიც­ვა, ვაქ­ცი­ნაა“ - რას ჰყვება ინგა გრიგოლია

🔵„მასობრივი ვაქცინაცია უდიდესი შეცდომაა… შეიქმნება ისეთი შტამი, რომელსაც ვაქცინა ვეღარ მოერევა“ - გიორგი კანდელაკის საგანგაშო პროგნოზი

🔵VIDEO: სანამ ნახავს და წამაშლევინებს არ შემიძლია არ მოგიყვეთ - ხატია შამუგია ეკატერინე ტიკარაძის ვიდეოს აქვეყნებს

🔵„იტალია სავარაუდოდ ესპანეთის მსგავსად „კოვიდ19“-თან ბრძოლის სტრატეგიას შეიცვლის“ - დოდუკა ბრატულიჩი

🔵„თუ ადამიანს გადატანილი აქვს „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“ ვარიანტი, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რიკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვი

წყარო: www.businessinsider.in