Digest Logo

„ერთმა მითხრა, მინდა ჩაგეხუტოო, ჩამოვიხსენი ქუდიც და პირბადეც. ეს ჩემთვის და მისთვის სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავდა...“ - ლევან რატიანი

1637911797
ლევან რატიანი 2020

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტო­რმა ლე­ვან რა­ტი­ა­ნმა „რუსთავი 2“-ის ეთერში პაციენტისა და ექიმის დამოკიდებულებაზე ისაუბრა. 

„ხელის შეხებას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმ ენერგეტიკას, რომ პაციენტი შენკენ წამოიყვანო... ამდენი წელია რეანიმაციაში ვარ და ვიცავ ყველა ჰიგიენურ ნორმას, რაც პროტოკოლითაა მოწოდებული, მაგრამ არასდროს ვსინჯავ პაციენტს ხელთათმანით, არც კოვიდპაციენტს. პირველად როცა ვსინჯავ, არასდროს ვიყენებ ხელთათმანს.

ერთმა მითხრა, მინდა ჩაგეხუტოო, ჩამოვიხსენი ქუდიც და პირბადეც, შეიძლება შეცდომა დავუშვი და ვიღაცებმა რაღაცები თქვან, მაგრამ ეს ჩემთვის და მისთვის სიცოცხლის გაგრძელებას ნიშნავდა - ეს 91 წლის ქალბატონი გაეწერა, რომელსაც საქართველოში არც ერთი შვილი არ ჰყავდა. ეს გავაკეთე და დაავადება არ გადამედო“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ვერ ვხვდები ჟურნალისტები რატომ ეკითხებით მათ ამ ინიციატივის შესახებ, როცა მიშა გარკვევით წერს, რომ...“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵„ვერ არის საქმე კარგად. გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი“ - გიორგი ფხაკაძე

🔵„თითქმის მერაბ სეფაშვილივით გახდილი კი ვზივარ ვაქცინაციის კაბინეტში, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ავიცერი“ - რას წერს ჟურნალისტი

🔵„მენატრები… მაკლიხარ… ვიტანჯები უშენოდ“ - ვისზე წერს ნანუკა გულუა