ჟურნალისტი ია თინიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით შემთხვევით აიცრა და ამბობს, რომ ახლო მომავალში ის მესამე „ბუსტერ“ დოზის გაკეთებასაც აპირებს.
„თითქმის მერაბ სეფაშვილივით გახდილი კი ვზივარ ვაქცინაციის კაბინეტში, მაგრამ სრულიად მოულოდნელად ავიცერი და უფრო მოხერხებული მაისურიც ამიტომ არ მაცვია.
ერთ კვირაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით აცრა მიწევს და ბუნებრივია, ვგეგმავ „ბუსტერს“, ჰოდა, კლინიკაში მირჩიეს, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაც გამეკეთებინა, ამიტომ როგორც გამორჩეულად პროვაქსერმა, აღარ გადავდე და პირდაპირ დავსკუპდი ასაცრელად, მალე ,,ბუსტერზეც“ მივალ.
პ.ს. ,,მწვანე პასპორტი" კი არა, მალე მწვანე ფოთლებსაც გამოვისხამ“, - წერს ია თინიკაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მენატრები… მაკლიხარ… ვიტანჯები უშენოდ“ - ვისზე წერს ნანუკა გულუა