„საქართველომ ნარინჯისფერი ზონიდან უკვე წითელ ზონაში გადაინაცვლა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, სადღაც 17 მაისს. ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია მსგავსია იმის, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ ნოემბრის ბოლოსკენ მივდიოდით პიკისკენ. ეს ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონ ჰოპკინსის რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში, ახლა ვართ წითელ ზონაში, ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.
💯ასევე დაგაინტერესებთ:
„გადააყენეთ მთავრობა, თუ ჯერ ვერა?" - სოზარ სუბარი ჟურნალისტებს