Digest Logo

„გამიჭირდა სუნთქვა, ყელი გასივდა შიგნიდან და გარედან, ორი დღე ვებრძოლე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა“ - ლელა წურწუმიას პირველი კომენტარი

1629033455
ლელა წურწუმია

მომღერალმა ლელა წურწუმიამ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა. მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და ახლანდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

როგორც ლელა ამბობს, ვაქცინის ორმა დოზამ უშველა და ვირუსის გამო გაუარესებული ჯანმრთელობის შემდეგ მალევე ფეხზე დადგა.

„ახლა ვიმყოფები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ნორმალურად ვარ. საკმაოდ მძიმედ შემოვედი, იმიტომ რომ გამიჭირდა სუნთქვა, ყელი გასივდა შიგნიდან და გარედან, ორი დღე ვებრძოლე, მაგრამ ბოლოს მივხვდი, რომ სხვა გზა არ მქონდა და უნდა მოვსულიყავი სტაციონარში. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ორჯერ ვარ აცრილი და ამან ძალიან გაადვილა მკურნალობა და ფაქტობრივად, ნახევარ დღეში უკვე ფეხზე დამაყენეს ამ საოცარმა ექიმებმა. არ ვიცი, რის ფასად აკეთებენ ამ ყველაფერს. ლევან რატიანს ჰყავს უმაგრესი გუნდი და მადლობა ამ თავდადებისთვის. დიდი მადლობა თქვენ, ვინც მგულშემატკივრობთ, ჩემო ძვირფასებო",- ამბობს ლელა წურწუმია მიმართვაში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ👇

🔵 „თქვენ მაგივრად მე მრცხვენია… “ - რას წერს ჩერგოლეიშვილი წურწუმიაზე

🔵 „კი არ გიხარიათ ზოგიერთებს, მაგრამ მაინც“- როგორია მამულიჩას მდგომარეობა

🔵 „უკვე აღარც მეცოდებით, ადრე მეცოდებოდით, ახლა უბრალოდ გული მერევა“- რას წერს გრიგოლია წურწუმიას ამბავზე

🔵 „რით ვერ მოინელეთ ეს კონცერტი??? რა შუაშია???“- რას წერს მამულიჩა