Digest Logo

გამყრელიძე: ბავშვებში პირბადის ტარებას რეკომენდაციას ვუწევ

1627990881
პირბადეში ბავშვი

კორონავირუსის რამდენიმე შტამიდან საქართველოში ყველაზე მეტად  ე.წ. ინდური შტამია გავრცელებული. მედიკოსების ცნობით, თუ აქამდე covid 19-ით ბავშვები ყველაზე ნაკლებად და მსუბუქად ინფიცირდებოდნენ, დელტა შტამი ყველაზე მეტად და მძიმედ სწორედ ბავშვებში ვლინდება. 

მიუხედავად იმისა, რომ ინფექციისგან თავის დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხი პირბადის ტარებაა, პანდემიის საწყის ეტაპზე, სპეციალისტები ბავშვებში სამედიცინო ნიღბის ტარების რეკომენდაციას არ იძლეოდნენ.

ვინაიდან, ახალი შტამი ყველაზე აქტიურად ბავშვებში გამოვლინდა „დაიჯესტი“ დაინტერესდა, გასცემს თუ არა დაავადებათა კონტროლის ცენტრი, პატარებისთვის პირბადის ტარების რეკომენდაციას.

როგორც გამყრელიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სასურველია, უფროსების მსგავსად, დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში ბავშვებმაც ატარონ ინფექციისგან დამცავი ნიღაბი.

„რეკომენდებულია, რომ ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში ბავშვებმაც ატარონ პირბადე. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ შემთხვევას, როდესაც მხოლოდ დედა-შვილი სეირნობს, თუმცა ხალხმრავალ ადგილებსა და დახურულ სივრცეში პატარებისთვის პირბადის ტარებას რეკომენდაციას ვუწევ“, - განუცხადა დაიჯესტს“ ამირან გამყრელიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„34 კოვიდ-სიკვდილი ერთ დღეში წარმოუდგენლად მაღალი ციფრია, უახლოესი თვეები სამწუხაროდ უარესი იქნება“ - ნანა გეგეჭკორი

10 წლით უფროსი მეუღლე, გეი „შეყვარებული“, მეგობარი გოგოს ცემა და მექალთანეობა - გიორგი ვარდოსანიძის სკანდალები

აცრის შემდეგ რეალური ანაფილაქსია იყო სულ 4 შემთხვევაში, დანარჩენი იყო უბრალოდ ნერვულ ნიადაგზე - პაატა იმნაძე